მთავარი > გინეკოლოგია > პლასტიკური გინეკოლოგია
პლასტიკური გინეკოლოგია
სექსუალურ სფეროში კეთილდღეობა ადამიანის ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის  ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ქალებში სექსუალური ცხოვრების მოშლილობა არა მარტო აყენებს მათ მორალურ და ფიზიკურ  ტანჯვას, არამედ ხშირად არის უბედური ქორწინების მიზეზი, რომელიც განქორწინებამდე მიდის. ცნობილია, რომ განქორწინებების რიცხვს  უკანასკნელი წლების განმავლობაში ზრდის ტენდენცია გააჩნია. ოჯახში სექსუალური დისჰარმონია განქორწინებების ერთ-ერთი მეტად გავრცელებული  მიზეზია.

ინტიმური კონტურული პლასტიკა (აუგმენტაცია, ინტიმური ფილინგი)- ანოგენიტალური   მიდამოს ოპერაციის გარეშე პლასტიკა, რომლის დროსაც ტარდება ფილერის ინექცია (გიალურის მჟავა) სასქესო ორგანოების მიდამოებში და ემსახურება გენიტალური მიდამოს რბილი ქსოვილების მოცულობის შევსებას, იცავს ქალებს სქესობრივი მოშლილობისგან და აუმჯობესებს მათ სექსუალურ ცხოვრებას.
არსებობს, როგორც სამედიცინო მაჩვენებლები, მაგალითად: სასირცხო ბაგეების გამოხატული ასიმეტრია, ტრავმის, მშობიარობის შემდგომი დეფორმაცია  და შორისის სხვა დეფექტები, ასევე ესთეტიკური ტონუსის შემცირება და კანის მოშვება, საშოს კედლების დაწევა, ასაკრობივი ცვლილებები. ამას გარდა ინტიმური პლასტიკა ქალებისთვის ხშირად  კეთდება სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად ლიბიდოს შემცირების დროს. მკურნალობა ტარდება  გიალურის მჟავის შეყვანით.

გიალურის მჟავით მკურნალობის პროცედურა უმტკივნეულოა, ტარდება  ადგილობრივი ანასთეზიის ქვეშ და აბსოლიტურად უსაფრთხოა. აღნიშნული მეთოდი ძალიან მთხოვნადია, იმიტომ რომ გააჩნია უამრავი დადებითი ეფექტი. პრეპარატი არ არის ტოქსიკური, არ მიგრირებს, სტაბილურია, ბიოშეთავსებადია, არ იწვევს ანთებას. პრეპარატის ეფექტურობა გრძელდება 12-15 თვე.

პაციენტებს ვურჩევთ ამ მეთოდს მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის: სკლეროზული ლიქენის, ლეიკოპლაკის, დისპარეუნის, ვულვოდინის, ვაგინიზმის, ასევე მენჯის ტკივილის დროს, ჰერპესის ვირუსის კომპლექსური მკურნალობის დორს.  
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან, რომლებიც ხდება გარე და შიდა სასქესო ორგანოების მიდამოში, ასევე მშობიარობის შემდეგ.  
  • არასაკმარისად გამოხატული სასირცო ბაგეების შედეგად ღია სქესობრივი ნაპრალი (ჰიპოპლაზია, აპლაზია)
  • ლორწოვანის სიმშრალე (ქსეროზი)
  • კრაუროზი
ესთეტიკური მაჩვენებლები:
  • კანის ტონუსის შემცირება
  • ასაკობრივი ინვოლაციური ცვლილებების შედეგად შორისის რბილი ქსოვილების, საშოს კედლების მოშვება
  • დიდი სასირცო ბაგეების ლიპოდისტროფია
სექსუალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება:
  • სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევის უკმარისობა
  • ფსიქოლოგიური დისკომფორტი და თვითშეფასების დაქვეითება
  • ლიბიდოს შემცირება
ინტიმური ფილინგის შესაძლებლობები:
  • ლაბიოპლასტიკა- დიდი და მცირე სასირცხო ბაგეების ფორმისა და მოცულობის კორექცია
  • პერინეოპლასტიკა - საშოს კედლებისა და შესავალის კორექცია
  • კლიტოროპლასტიკა- კლიტორის თავისა და ჯიბის გაზრდა
  • წერტილი G აუგმენტაცია
  • ინვოლუციური ცვლილებების კორექცია
  • კოსმეტიკური ეფექტი- „გაახალგაზრდავება“
პროცედურას გააჩნია სამი მიმართულება:

ესთეტიკური
  • მოცულობის შევსება და გაზრდა
  • ინტიმური ზონის გაახალგაზრდავება
  • ვაგინალური ორგაზმის მიღწევა
  • ორგაზმის გახშირება და გამძაფრება
  • ლიბიდოს გამძაფრება
ფუნქციური
  • დაკარგული ფუნქციების აღდგენა
  • დატენიანება
  • შარდის შეუკავებლობის კორექცია
  • რეციდირებული კანდიდოზისა და საშოს დისბაქტერიოზის კორექცია
ემოციური
  • სასირხცო ბაგეების გაზრდა
  • პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება
  • თვითშეფასების დონის მომატება
  • ფსიქოლოგიური კომფორტი
სამედიცინო მაჩვენებლები:
  • სასირცხო ბაგეების დეფორმაცია (პოსტტრავმული, მშობიარობის შემდგომი ნახეთქები)
  • სასირცხო ბაგეების ასიმეტრია
  • შორისის დეფექტები (ანატომიური, პოსტტრავმული, მშობიარობის შემდგომი, თანდაყოლილი)
თავი
სხეულის ქვედა ნაწილი