გუგა კუზანოვი
ივა კუზანოვი
ალექსანდრე კუზანოვი

რინოპლასტიკა

ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რითაც მიიღწევა სახის ჰარმონიულობა, ამავე დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც (სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).
ოპერაცია გულისხმობს ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი კარკასის მოდელირებას და ჩარევას რბილ ქსოვილებზე. დღესდღეობით რინოპლასტიკა წრმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებელო ოპერაციას ესთეტიკურ მედიცინაში, ვინაიდან ცხვირი სახის ყველაზე წარმოჩინებული ნაწილია და მისი დეფექტების დაფარვა თითქმის შეუძლებელია. ამის გამო რინოპლასტიკა უნდა შეასრულოს ქირურგმა, რომელსაც ამ ოპერაციის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს დიდი და კეხიანი ცხვირის ენდემურ ზონას. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ოპერაციები ცხვირის ფორმის შესაცვლელად დაიწყო საქართველოში, რამაც ქართველ პლასტიკურ ქირურგებს რინოპლასტიკაში დიდი გამოცდილება შესძინა. ხოლო ცალკეულ შედეგებზე დაკვირვებამ ჩვენი კლინიკის ქირურგებს საშუალება მისცა შეეტანათ მნიშვნელოვანი ცვლილებები რინოპლასტიკის ტექნიკაში, რამაც მოგვცა კარგი და სტაბილური შედეგების მიღწევის საშუალება. ჩვენთან კლინიკაში თითოეულ პაციენთან ხდება ინდივიდუალური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს სტანდარტული ცხვირები დას ახის პროპორციები, ისევე როგორც აბსოლუტურად ერთნაირი ხასიათი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა სახის პროპორციულად შესატყვისი ცხვირის ფორმა. ცნობილია რომ ცხვირის ფორმის მიხედვით შესაძლებებლია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა, ამიტომ ოპერაციის დროს ვითვალისწინებთ პაციენტის ხასიათსაც. ოპერაციის მიზანია არა უბრალოდ ლამაზი ცხვირის გაკეთება, არამედ პაციენტის სახესთან ჰარმონიული ცხვირის შექმნა. ამავდროულად ოპერაცია უნდა ჩატარდეს ისე რომ ცხვირი გამოყურებოდეს ბუნებრივად და არ ჰგავდეს ნაოპერაციევს.

პირველადი რინოპლასტიკა

რინოპლასტიკის ჩვენებებია ცხვირის ესთეტიკურად არადამაკმაყოფილებელი ფორმა–კეხი, ფართო, წვრილი, გაორმაგებული ან ასიმეტრიული ცხვირის წვერი, ფართო ცხვირი, სხვა და სხვა თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციები. ცხვირის ფორმის შეცვლით შესაძლებელია სახის ჰორმონიულობის მიღწევა. ოპერაციის ჩვენება აგრეთვე ცხვირის ძგიდის გამრუდებით, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიით, პოლიპოზითა და ადენოიდებით გამოწვეული ცხვირით სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. რინოპლასტიკის ჩვენებას ასევე წარმოადგენს ადრე ჩატარებული ოპრაციების არადამაკმაყოფილებელი შედეგი – განმეორებითი რინოპლასტიკა.

ოპერაცია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ხანგრძვლივობა 1,5-5 საათია. განაკვეთი კეთდება ნესტოების შიდა ზედაპირებზე. გარეთა განაკვეთი კეთდება მხოლოდ კოლუმელის არეში (ცხვირის ძგიდის კანის ნაწილი). ოპერაციის შემდეგ არ რჩება შესამჩნევი ნაწიბური. ოპერაციის დროს ხდება ჩარევა ძველ-ხრტილოვან ჩონჩხზე და რბილ ქსოვილებზე, შედეგად ვღებულობთ უფრო ლამაზ და სახესთან ჰარმონიულ ცხვირს. სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ტარდება გამრუდებული ცხვირის ძგიდის კორექცია (სეპტოპლასტიკა), ცხვირის ნიჟარების რეზექცია (ტურბინექტომია), პოლიპექტომია, და ადენოიდექტომია. განმეორებითი რინოპლასტიკის დროს ზოგიერთ შემთხვევებში აუცილებელი ხდება აუტოხრტილოვანი ტრანსპლანტატების გამოყენება, რითაც შესაძლებელია ძვალ-ხრტილოვანი ჩონჩხის დაკარგული ელემენტების აღდგენა.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

ოპერაციის შემდეგ ცხვირის ხვრელში იდება სპეციალური ტამპონები, რომლებს ვიღებთ 3-6 დღეში, ოპერაციის ხასიათის (ესთეტიკური რინოპლასტიკა, სეპტოპლასტიკა, რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა) მიხედვით. ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტამპონებს, რომელთა ამოღება უმტკივნეულოა. ოპერაციის შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად და პროფილაკტიკის მიზნით ცხვირზე იდება სინთეტურ ან ტაბაშირის ნახვევს, რომელსაც ჩარევის ხასიათიდან გამომდინარე ვხსნით 5-11 დღეში. პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე ოპერაციიდან მე-2 დღეს. სამუშაოს უბრუნდება მე-3 დღეს. ნაკერების მოხსნა ხდება მე-6 დღეს. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღენიშნებოდეს ცხვირის წვერის არეში კანის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა. მანქანის ტარების უფლება ეძლევათ ოპერაციიდან მე-3 დღეს. სრული ფიზიკური დატვირთვა შესაძლებელია 2 კვირის შემდეგ. შეშუპებები და სილურჯე ინდივიდუალურია და 1-2 კვირის შემდეგ როგორც წესი ქრება. სათვალის ტარება 2 თვის განმავლობაში არ არის რეკომინდირებული. ცხვირი თავის საბოლოო ფორმას ღებულობს ოპერაციიდან 6-12 თვის შემდეგ, თუმცა პაციენტი დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ამ ცვლილებეს ვერ ამჩნევს. პაციენტებტან ინდივიდუალური მიდგომა და მათზე ხანგრძვლივი დაკვირვება საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ჩვენს მიერ მიღებულ სტაბილურ შედეგებს.

ტექნოლოგია

ბევრ კლინიკაში გამოიყენება რინოპლასტიკის სტანდარტული მეთოდი, ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირების (გამაგრების) გარეშე. თაბაშირის ნახვევის მოხსნის შემდეგ ასეთ პაციენტებს აქვთ სწორი ცხვირის ზურგი და ოდნავ აწეული წვერით:

ქირურგიც და პაციენტიც კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით, ექიმი ატარებს ფოტოსესისიას (უღებს სურათს) და მათი გზები იყრება. თუმცა, ცხვირის წვეტის არაადექვატური ფიქსაციის შედეგად უკვე ერთი თვის თავზე ნაწიბუროვანი პროცესების ფორმირებისა და გრავიტაციული ძალების ზემოქმედებით ცხვირის წვერი ეშვება ქვევით და ხდება “ნისკარტისებური”:


პაციენტი ოპერაციიდან ორი კვირის და 3 თვის შემდეგ.


ცხვირის წვერის დაშვების სქემატური გამოსახულება

როგორც სურათებიდან ჩანს, ცხვირის წვერის არმირების გარეშე ხდება მისი ჩამოშვება და ცხვირი ღებულობს ნისკარტის ფორმას.

ჩვენს კლინიკაში მიღებული შედეგების ანალიზის ჩატარებისა და რინოპლასტიკის ტექნიკაში ცვლილებების – ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირება – შეტანის შემდეგ, შევძელით კარგი ესთეტიკური და სტაბილური შედეგების მიღწევა.

ჩვენს კლინიკაში რინოპლასტიკის მიზანია პაციენტის სახესთან მაქსიმალურად ჰორმონიული და ხასიათან შესაბამისი ცხვირის ფორმირება, ამავე დროს იგი არ უნდა ჰგავდეს ნაოპერაციევს და ოპერაციის შემდგომი შედეგი უნდა იყოს სტაბილური. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ხერხს:

რინოპლასტიკისთვის ვიყენებთ მიკროქირურგიულ მეთოდს, რომელიც იძლევა ცხვირის ნაზ კანსა და ხრტილებზე პრეციზიულად და არა ტრავმატულად მუშაობის საშუალებას. შედეგად მცირდება ოპერაციის ტრავმულობა, ოპერაციის შემდგომი შეშუპებები და შესაძლებელია კარგი შედეგის მიღება იქ, სადაც ტრადიციული მეთოდი უძლურია. ქირურგს რომელიც ფლობს მიკროქირურგიულ ტექნიკას, შეუძლია წარმატებით შეასრულოს რინოპლასტიკა ცხვირის რთული ტრავმებისა და დეფორმაციების შემთხვევებში, რომლის გაკეთებასაც ბევრი ქირურგი თავს არიდებს. რინოპლასტიკის დროს ვიყენებთ ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირების სხვადასხვა მეთოდს, რაც გვაძლევს სტაბილური შედეგის მიღების საშუალებას და აგრეთვე შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ცხვირის წვერის ჩამოშვება ოპერაციის შემდგომ პერიოდში და სიბერეში.


ცხვირის წვერის არმირების (დამაგრების) სქემატური გამოსახულება.


პაციენტი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2 კვირისა და სამი წლის შემდეგ, როგორც სურათიდან ჩანს, ადექვატური არმირების შემდეგ, ცხვირის წვერის ჩამოშვება არ ვითარდება.

ჩვენს კლინიკაში ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის ფორმის კორექციისთვის გამოიყენება ნაკეროვანი ტექნოლოგია, ამ მეთოდით შესაძლებელია ცხვირის წვერის სიგრძის, სიგანის და სიმაღლის შეცვლა ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის დესტრუქციის გარეშე.


ცხვირის წვერის მოდულირების სქემატიური გამოსახულება.

ისტორია

ცნობილია რომ რინოპლასტიკა ტარდებოდა ინდოეთში ჯერ კიდევ 2600 წლის წინ. იმ დროს ინდოეთში ქურდებს დასჯის მიზნით აჭრიდნენ ცხვირს, რათა მათი ამოცნობა ხალხში ადვილი ყოფილიყო. ცხვირის აღდგენის მიზნით გამოიყენებოდა Hindu-მეთოდი, რომლის დროსაც აღდგენა ხდებოდა შუბლის ნაფლეთის გამოყენებით. თუმცა ერთ-ერთი პირველი ჭეშმარიტად ესთეტიკური რინოპლასტიკა, ანუ ესთეტიკური თვალსაზრისით ჩატარებული ოპერაცია, ცხვირის ფორმის შესაცვლელად გაკეთდა 1904 წელს გერმანელი ქირურგის იაკობ ჟოზეფის (Jaques Joseph) მიერ. ითვლება, რომ მან პირველმა გამოიყენა რინოპლასტიკის დახურული მეთოდი კეხის მოშორების მიზნით ახალგაზრდა პაციენტში რომელსაც გააჩნდა კომპლექსი დიდი ცხვირის მიმართ.

ჟოზეფის ერთ-ერთმა მოწაფემ, გუსტაფ აუფრიხტმა ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ თავის თანამიმდევრებთან ერთად სრულყოფილებას მიაღწია იდეალური ცხვირის ფორმის სტანდარტიზაციაში. დღეს ქირურგების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს “აუფრიხტის” ცხვირებს. შემოღებულია ასეთი ტერმინიც – “სტანდარტული რინოპლასტიკის სინდრომი” – არაბუნებრივი თხელი ცხვირის ზურგი, წვეტიანი ოდნავ აწეული ცხვირის წვეტი და პატარა ღია ნესტოები. დღესდრეობით უფრო ბუნებრივი ფორმის ცხვირებია მოდაში.

თანამედროვე რინოპლასტიკის განვითარების შემდეგი ეტაპი ღია მეთოდის შემოღება იყო. პირველი ასეთი ოპერაცია აღწერა რეთჰიმ (Rethi) 1934 წელს. მაგრამ პოპულარობა ამ მეთოდმა მხოლოდ 1971 წელს მოიპოვა, როდესაც ჯ. რ. ანდერსონმა (J. R. Anderson) თავისი პუბლიკაციებით პლასტიკურ ქირურგებს გაუღვიძა ღია წესით რინოპლასტიკის ინტერესი და გახადა იგი პოპულარული მათ შორის. დღესდღეობით ეს მეთოდი უფრო ხშირად და ფართოდ გამოიყენება ვიდრე დახურული რინოპლასტიკის მეთოდი. რინოპლასტიკის ღია მეთოდის დროს კეთდება ერთი გარეთა განაკვეთი კოლუმელაზე (ცხვირის სვეტზე), რაც იძლევა ცხვირის ფორმის კორექციის საშუალებას ვიზუალური კონტროლის ქვეშ. ოპერაციის შემდგომი ნაწიბური რჩება თითქმის შეუმჩნეველი.

ღია წესით რინოპლასტიკის მეთოდის ძირითადი უპირატესობებია:

ცხვირის რბილი ქსოვილების ნაკლები ტრავმატიზაცია აშრევების დროს
სისხლის უმნიშვნელო დანაკარგი
ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეშუპების შემცირება
ოპერაციის ჩატარება ვიზუალური კონტროლის ქვეშ, რაც იძლევა ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი ჩონჩხის მოდელირების ფართო შესაძლებლობას
ცხვირის ძგიდეზე სრულფასოვანი ჩარევის საშუალება, ოთხკუთხედა ხრტილის ექსტრაკორპორალური რემოდელირება და მისი შემდგომი რეპლანტაციაც კი
აუტოტრანსპლანტატების გამოყენება
ხრტილოვანი ჩონჩხის ნაკერებით კორექციის მეთოდის გამოყენება ხრტილების დესტრუქციული რეზექციის ნაცვლად
ცხვირის წვერის ფიქსაციის შესაძლებლობა, რის გარეშეც რინოპლასტიკის შედეგები არასტაბილურია
ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელი დეფექტებისა და ასიმეტრიის დროული გამოვლენა და გამოსწორება

მეორადი რინოპლასტიკა

მეორადი რინოპლასტიკა (ადრე ნაოპერაციევი ცხვირის ფორმის გასწორება) და რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა (ცხვირის აღდგენა მისი პოსტტრავმირებული ან თანდაყოლილი დეფორმაციის შემთხვევაში) გაცილებით უფრო რთული ოპერაციებია ვიდრე პირველადი რინოპლასტიკა, ვინაიდან ქირურგმა არ იცის რა გაკეთდა პირველი ოპერაციის დროს და რა მდგომარეობაშია ცხვირის ძვალ–ხრტილოვანი ჩონჩხი. მეორადი და რეკონსტრუქციული რინოპლასტიკების დროს, ცხვირის სტრუქტურების აღდგენის მიზნით, ხშირად საჭირო ხდება აუტოხრტილების გამოყენება, რომელთაც იღებენ ცხვირის ძგიდიდან, ყურის ნიჟარიდან ან ნეკნის ხრტილებიდან დონორული უბნებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
ჩვენს კლინიკას ასეთი ოპერაციების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს.
მეორადი რინოპლასტიკის დროს ხშირად საჭირო ხდება ჩამოშვებული ცხვირის წვერის, დეფორმირებული ნესტოების და ასიმეტრიული ძვალ–ხრტილოვანი ჩონჩხის კორექცია, ამოკვეთილი ხრტილების აღდგენა და ცხვირის უნაგირისებური დეფორმაციის გამოსწორება.
რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა ტარდება როგორც ზედა ტუჩისა და მაგარი სასის ნაპრალების (კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა) კორექციასთან ერთად ერთ ეტაპად, ასევე ამ ოპერაციების წინასწარ ჩატარების შემდეგ. რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა ტარდება ცხვირის ტრავმების შემდეგ როგორც შიდა(ძვალ–ხრტილოვანი ჩონჩხი), ისე გარეთა (ცხვირის ნაწილობრივი ან სრული არარსებობა) სტრუქტურების დაზიანების შემთხვევაში.
რეკონსტრუქცია ცხვირის უნაგირისებური დეფორმაციის დროს
ცხვირის უნაგირისებური დეფორმაცია(ბოქსიორის ცხვირი) ხშირად გვხვდება ცხვირის ტრავმის, არაკვალიფიციურად ჩატარებული სეპტოპლასტიკის (გამრუდებული ცხვირის ძგიდის კორექცია) და აგრეთვე ცხვირის ჩირქოვან–ინფიცირებული დაზიანების შემდეგ.
ცხვირის უნაგირისებური დეფორმაციების დროს ჩვენ ვხვდებით ასეთ პრობლემას როგორიცაა ძგიდის ხრტილის ნაწილობრივი ან სრული არარსებობა და ცხვირის წვერის ფიქსაციის დაკარგვა. ასეთი დეფორმაციების კორექციის დროს გამოიყენება ავტოხრტილები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის აღდგენა.

რეკონსტრუქცია დეფორმაციის დროს

ცხვირის უნაგირისებური დეფორმაცია(ბოქსიორის ცხვირი) ხშირად გვხვდება ცხვირის ტრავმის, არაკვალიფიციურად ჩატარებული სეპტოპლასტიკის (გამრუდებული ცხვირის ძგიდის კორექცია) და აგრეთვე ცხვირის ჩირქოვან–ინფიცირებული დაზიანების შემდეგ.
ცხვირის უნაგირისებური დეფორმაციების დროს ჩვენ ვხვდებით ასეთ პრობლემას როგორიცაა ძგიდის ხრტილის ნაწილობრივი ან სრული არარსებობა და ცხვირის წვერის ფიქსაციის დაკარგვა. ასეთი დეფორმაციების კორექციის დროს გამოიყენება ავტოხრტილები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის აღდგენა.

ოპერაცია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 2,5–6 საათია. განაკვეთი კეთდება ნესტოების შიდა ზედაპირებზე, გარეთა განაკვეთი კეთდება მხოლოდ კოლუმელაზე (ცხვირის ძგიდის კანის ნაწილი).
ოპერაციის შემდეგ არ რჩება შესამჩნევი ნაწიბურები. ოპერაციის დროს ჩარევა ხდება ცხვირის ძვალ–ხრტილოვან ჩონჩხზე და რბილ ქსოვილებზე მათი აღდგენის მიზნით.
მეორადი რინოპლასტიკის დროს ხშირად საჭირო ხდება აუტოხრტილების გამოყენება დაკარგული სტრუქტურების აღდგენის მიზნით. აუტოხრტილებს იღებენ ცხვირის ძგიდის ხრტილებიდან, ყურის ნიჟარიდან და ნეკნის ხრტილებიდან.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

ოპერაციის შემდეგ ცხვირის ხვრელში იდება სცსპეციალური ტამპონები. ტამპონებს ვიღებთ 3–6 კვირის შემდეგ, ოპერაციის ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება თანამედროვე ტამპონები, რომელთა ამოღება უმტკივნეულოა.
ოპერაციის შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად და პროფილაქტიკის მიზნით ცხვირზე ვადებთ სინთეტურ ან თაბაშირის ნახვევს, რომელსაც ჩარევის ხასიათიდან გამომდინარე ვხსნით 5–12 დღეში.
პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე ოპერაციიდან მეორე დღეს. სამუშაოს უბრუნდება მესამე დღეს.
ნაკერების ამოღება ხდება მეექვსე დღეს. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ცხვირის წვერის არეში კანის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარების უფლება ეძლევათ ოპერაციიდან მესამე დღეს.
სრული ფიზიკური დატვირთვა შესაძლებელია ორი კვირის შემდეგ.
შეშუპება და სილურჯე ინდივიდუალურია და 1–2 კვირის შემდეგ როგორც წესი ქრება.
სათვალის ტარება 2 თვის განმავლობაში რეკომენდირებული არაა.
ცხვირი თავის საბოლოო ფორმას ღებულობს ოპერაციიდან 6–12 თვის შემდეგ, თუმცა პაციენტი დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ამ ცვლილებებს ვერ ამჩნევს.
პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომა და მათზე ხანგრძლივი დაკვირვება საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ჩვენს მიერ მიღებულ სტაბილურ შედეგებს.

სახის დაჭიმვა

ფეისლიფტინგი. სახის ცირკულარული დაჭიმვა, სახის ზედა მესამედის დაჭიმვა.

ბლეფაროპლასტიკა

ზედა და ქვედა ქუთუთოების ესთეტიკა.

აურიკულოპლასტიკა

ეს არის ოპერაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვასწოროთ ყურის ნიჟარის ფორმა, შევცვალოთ მისი ზომა, ასევე აღვადგინოთ ყურის ნიჟარა მისი არარსებობის შემთხვევაში (იხილე რეკონსტრუქციული აურიკულოპლასტიკა). ყველაზე ხშირად გვხვდება გამოშვერილი ყურები (ყურებპარტყუნობა). გამოშვერილი ყურების გარდა არსებობს ყურის ნიჟარის სხვა სახის დეფექტებიც (ბიბილოების, ჭაღის და წინაჭაღის), რომლებიც საჭიროებენ კორექციის სხვადასხვა პროცედურებს. ოპერაციები ყურის ნიჟარაზე არ მოქმედებენ სმენაზე.
ცნობილია, რომ გამოშვერილი ყურები ხშირად დაკომპლექსების მიზეზია როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებშიც. პირველად ესთეთიკური აურიკულოპლასტიკა (გამოშვერილი ყურების კორექცია), 11 წლის ბავშვს გაუკეთა ედვარდ ტალბოტ ელიმ 1880 წელს, ნიუ-იორკში (სურ 1).

სურ 1.ედვარდ ტალბორდ ელის ჩანახატი, გამოშვერილი ყურების კორექცია.
უმეტეს შემთხვევებში ყურების წინ გამოშვერა ხდება სიცოცხლის პირველ თვეებში. ხუთი წლის ასაკში ყურის ნიჯარები პრაქტიკულად სრულებიტ ცჰამოყალიბებულია და შეიძლება აურიკულოპლასტიკისგაკეთება.

ჩვენებები

ულოპლასტიკის ჩვენებაა გამოშვერილი ყურის ნიჟარების არსებობა, ასევე ხშირი პათოლოგიაა განუვითარებელი წინაჭავლის (Aნტიჰელიხ) არსებობა, და ყურის ნიჟარის ფრაგმენტების სხვადასხვა სახის ესთეთიკური დეფორმაციების არსებობა.

ოპერაცია

ოპერაცია კათდება ადგილიბრივი ან ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე.
ოპერაციის ხანგრზლივობაა 1 – 1.5 საათი ჩარევის ხასიათიდან გამომდინარე.
გამოშვერილი ყურების კორექციის დროს განაკვეთი ტარდება ყურის უკანა ბუნებრის ნაკეცში და ოპერაციის შემდეგ პრაქტიკულად შეუმჩნველია. ოპერაციის დროს კეთდება ან ყურის ნიჟარის ხრტილის ნაწილის რეზექცია (ამოკვეთა), ან ხრტილზე კეთდება სპეციალური ნაკვეთები საფიქსაციო ნაკერების დადებით, რის შემდეგადაც ყურის ნიჟარა ფიქსირდება ყურის უკანა მიდამოზე. ბოლოს ხდება ზედმეტი კანის ამოკვეთა და კოსმეტიკური ნაკერის დადება.
წინაჭავლის განუვითარებლობის შემთხვევაში, განაკვეთი ტარდება წინაჭავლის საპროექციო არეში, რის შემდეგადაც ხდება ხრტილზე ნაკვეტების გატარება და სპეციალური ნაკერების დადება, რომელტა მეშვეობითაც ხდება წინაჭავლის ჩამოყალიბება.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში ხდება სპეციალური კომპრესიული თეთრეულის დადება, რომელთა ტარება აუცილებელია 2-3 კვირის განმავლობაში.
პაციენტი ოპერაციის შემდეგ რამდენივე საათსი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
ოპერაციიდან 2 დღის შემდეგ შესაძლებელია სამსახურში გასვლა.
ნალერების მოხსნა ხდება ოპერაციიდან 10-12 დღეს. ზოგ სემთხვევებში შესაძლებელია ყურის ნიჯარის კანის მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება ან შეცვლა. შეშუპება რჩება 2-3 კვირის განმავლობაში.
საბოლოო შედეგს ვრებულობთ ოპერაციიდან 2-3 თვეში.
ფიზიკური დატვირთვის სეზღუდვა არ ხდება. ნაწიბურები არ რჩება.

ტუჩის ფორმის კორექცია და გადიდება

თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიას გააჩნია ტუჩის ფორმის კორექციის და გადიდების რამოდენიმე მეთოდი. ტუჩის ფორმის გასადიდებლად გამოიყენება 2 ძირითადი მეთოდი: გაწოვადი ბიოინერტული გელი და აუტიქსოვილები (ლიპოფილინგი და აუტოდერმული ნაფლეთი).
ტუჩის რეკონსტრუქციის მიზნით გამოიყენება სხავადასხვა მეთოდი აუტოქსივილების გამოყენებით.
ცნობილია,რომ მგრძნობიარე და მიმზიდველი ტუჩები ყოველთვის იქცევს ორივე სქესის ყურადღებას,როგორც ზემოთ აღინიშნა არსებობს ტუჩის გადიდების ორი ძირითადი მეთოდი ბიოგაწოვადი გელი და აუტოქსოვილი. ყოველ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები.

ტუჩის გადიდება გელის გამოყენებით

თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში ტუჩის გადიდების მიზნით გამოიყენება ბიოინერტული გაწოვადი გელები ჰიალურონის მჟავის საფუძველზე, ჰიალურონის მჟავა არის ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი და მისი ორგანიზმში შეყვანა არ იწვევს არანაირ უკუჩვენებით მოვლენებს.
ჩვენს კლინიკაში ტუჩების გადიდების მიზნით გამოიყენება მხოლოდ თანამედროვე ბიოინერტული გაწოვადი გელები, შექმნილი თანამედროვე მწარმოებლებისგან როგორებიცაა: ბიოპოლყმერი რესტილაინი, პერლაინი, მატრიდექსი, მარტიდური, ჟუვიდერმი, პუროგენი. ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, მიღბული უნიკალური ტექნოლოგიით ხელოვნურად შექმნილი გელებისგან განსხვავებიან იმით, რომ შეითვისება ორგანიზმში როგორც საკუთარი, არ გამოცალკევება ქსოვილებისგან არ ხდება შეშუპება და არ მიგრირებს ქსოვილებში,წარმოქმნის პროცესში მჟავის ბუნებრივი სტრუქტურა იცვლება მხოლოდ 0,5-1% ტუჩში გელის შეყვანის შემდეგ. ტუჩის სტრუქტურა, მგრძნობელობა და მოძრაობა შენარჩუნებულია.

ამის შემდეგ უკვალოდ გამოიყოფა ორგანიზმმიდან. თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად ხდება გელის შერჩევა, პაციენტის ტუჩების თავისებურებების მიხედვით.
ბიოგელები გამოიყენება მსოფლიოს 40 ქვეყანაში. ჩვენი კლინიკისთვის კატეგორიულად მიუღებელია სინთეტიკური არაგაწოვადი გელების გამოყენება (— და სილიკონის). ისინი იწვევენ რიგ გართულებებს რისგანაც შეუძლებელია განკურნება და ხშირად მივყავართ სიმახინჯეებამდე.

ოპერაცია

ტუჩების გადიდება ბიოგელის გამოყენებიათ არ ითვლება ოპერაციულ ჩარევად. წარმოადგენს მანიპულაციას ტუჩში გელის შეყვანა სპეციალური შპრიცის საშუალებით. მანიპულაცია ტარდება ამბულატორიულ პირობებში.

ოპერაციის შემდეგ

პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი ტოვებს კლინიკას, შედეგი ჩანს უშუალოდ გელის შეყვანის შემდეგ,შეშუპება გაივლის 2-7 დღეში. შედეგის ხანგრძლივობა 8-12თვე. ამის შემდეგ შეიძლება პროცედურის გამეორება.

ლიპოფილინგი

მათთვის ვისაც სურვილი აქვს გაიდიდოს ტუჩები და მთელი ცხოვრება შეინარჩუნოს შედეგი, შეთავაზებულია ტუჩების ფორმის გადიდება აუტოქსოვილით (ლიპოფილინგი და აუტოდერმული ნაფლეთი).
ეს არის მეთოდი საკუთარი ცხიმის გამოყენებით,რომლის აღება ხდება თეძოს ან მუცლის მიდამოდან ლიპოსაქციის მეთოდით.ამის შემდეგ სპეციალური შპრიცით ინექციით შეიყვანება ტუჩში. პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ერთი საათის შემდეგ პაციენტი ტოვებს კლინიკას.
უარყოფითი მხარე მეთოდისა არის: ცხიმის უჯრედების ცუდი შერწყმა ადგილობრივ ქსოვილებთან. ამიტომ არ შეგვიძლია პროგნოზირება რამდენად თანაბრად შეეთვისება ცხიმოვანი უჯრედები ადგილობრივ ქსოვილებს, ამის გამო შეიძლება არათანაბრად გადანაწილდეს ცხომოვანი უჯრედები რის შედეგადაც შესაძლებელია მივიღოთ ტუჩის არასასურველი ფორმა და ასიმეტრია.

ტუჩის გადიდება აუტოდერმული ნაფლეთით

ქსოვილის აღება ხდება საზარდულის მიდამოდან,კანის ნაფლეთზე მოცილდება ზედა დერმული ფენა, რის შემდეგ იგი ტრანსპლანტირდება ტუჩებში წინასწარ მომზადებული სპეციალური არხის მეშვეობით.
მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ, შედეგის შენარჩუნება ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მეთოდი უსაფრთხოა,ნაკლებად გაიწოვება და უკეთესად შეეთვისება ადგილობრივ ქსოვილებს ცხომოვანი უჯრედებისგან განსხვავებით.
უარყოფითი მხარე: მდგომარეობს იმაში, რომ ნაფლეთის აღების ადგილას (საზარდულის არე) რჩება ვიწრო ნაწიბური.

ოპერაცია

ოპარაცია მიმდინარეობს ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიით, პაციენტის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით. ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წთ-1 სთ მდე. რამოდენიმე საათის შემდეგ პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.

ოპერაციის შემდეგ

ნაკერები იხსნება მე-12 დღეზე.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დროებითი დარღვევა ან შეცვლა ტუჩის მგრძნობელობის.
სამსახურში გასვლა შესაძლებელია მე-3 დღეს ოპერაციიდან. სილურჯე და შეშუპება გაივლის 1-2 კვირის შემდეგ.
საბოლოო ეფექტი ოპერაციიდან 1-3 თვეში ჩანს.
ფიზ. დათვირთვა შეუზღუდავია.

ლიპოსაქცია

ეს არის ეფექტური ქირურგიული მეთოდი რომლის საშუალებითაც მცირე განაკვეთებიდან (0,3–0,5 სმ) ვაკუუმური საქაჩით ცხიმის ამოტუმბვით შესაძლებელია სხეულის კონტურების კორექცია.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს რომ ლიპოსაქცია არ არის ჭარბ წონასთან ბრძოლის მეთოდი.
ცხიმის დაგროვება უპირატესად ხდება გენეტიკურად განპირობებულ ადგილებში (გალიფე, დუნდულოები, მუცელი, ბარძაყების შიდა ზედაპირი და მუხლებისა და ნიკაპის არეში) და მისი მოცილება დიეტოთერაპიით შეუძლებელია.
ცხიმის დაგროვების არატრადიციული ზონებია “ბიზონის კუზი”, ლოყები, მხრები, ზურგი. თანამედროვე გამოკვლევებით დადგენილია, რომ ცხიმის ლოკალური დაგროვება აღნიშნულ ზონებში არ რეაგირებენ სტრესულ ჰორმონებზე რომლებიც იწვევენ ცხიმის წვას. ამით აიხსნება გახდომის საშუალებით სხეულის კორექციის არაეფექტური მცდელობა.
ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება დამოკიდებულია მემკვიდრეობით ფაქტორებზე და სქესზე. გახდომის შედეგად მცირდება ცხიმოვანი ქსოვილის მასა, თუმცა სხეულის კონტური უცვლელი რჩება. ამგვარად ლიპოსაქცია წარმოდგენს სხეულის კორექციის ოპტიმალურ მეთოდს.
საქართველოში პირველი ტუმინესცენტური ლიპოსაქცია გაკეთდა და პრაქტიკაში ფართოდ დაინერგა ჩვენს კლინიკაში 90–იანი წლების დასაწყისში. 2001 წელს პირველად ჩატარდა ულტრაბგერითი ლიპოსაქცია. ლიპოსაქციის გარდა გამოიყენება აგრეთვე ლიპოფილინგის მეთოდი – კანქვეშ საკუთარი ცხიმის შეყვანა.

ისტორია

პირველი წარმატებული ლიპოსაქცია 1974 წელს ჩაატარა იტალიელმა გინეკოლოგმა გ. ფიშერმა (G. Fischer) გინეკოლოგიური კიურეტის საშუალებით, პაციენტი კი მისი მეუღლე იყო.
1977 წელს ილოუზმა (Illouz) და ფერნიემ (Fournier) შეიმუშავეს და პრაქტიკაში დანერგეს ბლაგვთავიანი კანულები.
1985 წელს ჯ. კლაინმა(J. Klein) შეიმუშავა სპეციალური ხსნარი ლიპოსაქციის ჩასატარებლად (ტუმინესცენტური ლიპოსაქცია).
ულტრაბგერითი ლიპოსაქციის პიონერად ითვლება ზოკი (Zocci).

ჩვენება

ლიპოსაქციის ჩვენებას წარმოადგენს ლოკალური ცხიმგროვების არსებობა. ასეთი ცხიმგროვები შეიძლება იყოს რამდენიმე ადგილას ერთად, მაგ.: გალიფე, დუნდულოები, მუცელი.

ოპერაცია

ოპერაცია უპირატესად ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, თუმცა შესაძლებელია ჩატარდეს ზოგადი ანესთეზიის პირობებშიც. ოპერაციის ხანგძლივობა დამოკიდებულია იმ ზონების რაოდენობაზე სადაც ტარდება ლიპოსაქცია და გრძელდება 30 წთ–დან 3სთ–მდე. განაკვეთი კანზე არ აღემატება 0,5 სმ–ს.
ოპერაციის წინ ტარდება იმ ზონების მარკირება. სადაც უნდა ჩატარდეს ლიპოსაქცია. ოპერაცია იწყება ამ ზონებში სპეციალური ხსნარის შეყვანით.
სპეციალური ბლაგვთავიანი კანულებით, ვაკუუმური საქაჩის საშუალებით, ამოიტუმბება ცხიმი. ოპერაციის შემდეგ პაციენტი ატარებს სპეციალურ კომპრესულ თეთრეულს 4 კვირის განმავლობაში.
პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

სამუშაოზე დაბრუნება შესაძლებელია ოპერაციიდან 2–3 დღის შემდეგ.
ნაკერები იხსნება 10–12 დღეში. ზოგჯერ შესაძლებელია აღინიშნებოდეს მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა ლიპოსაქციის ჩატარების ზონებში, ლიპოსაქციის ზონაში აღინიშნება შეშუპებები და სისხლჩაქცევები, რომლებიც რჩება 2–3 კვირის განმავლობაში.
სასურველი ეფექტის მისაღწევად ოპერაციის შემდგომ პერიოდში სასურველია რეაბილიტაციური პროგრამის ჩატარება, პირველ რიგში ხელის ან აპარატული ლიმფოდრენაჟული მასაჟი, განსაკუთრებით თუ კანზე აღინიშნება ცელულიტი. კანს უნდა მიეცეს მაქსიმალურად და თანაბრად შეკუმშვის საშუალება.
ლიპოსაქციის საბოლოო ეფექტი გამოჩნდება 2–3 თვის შემდეგ.
ფიზიკური დატვირთვა არ იზღუდება. ნაწიბურები არ რჩება.

აბდომინოპლასტიკა

აბდომინოპლასტიკა ეს არის ოპერაცია, რომლითაც შესაძლებელია მუცლის ფორმის კორექცია, მისი მოცულობაში შემცირება, მშობიარობის შემდგომი ელასტიურობა დაკარგული, ჩამოკიდებული კანის მოშორება. მუცლის წინა კედლის კუნთების გამაგრება, წელის გამოყვანა. ოპერაციის არსია ზედმეტი კან–ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება, ჭიპის პლასტიკა, მუცლის წინა კედლის გამაგრება. მუცლისა და წელის კონტურების გამოყვანა და ბოქვენის ზემოთ შეუმჩნეველი ნაწიბურის ფორმირება.
საქართველოში აბდომინოპლასტიკისადმი ესთეტიკური მიდგომა პირველად შეიმუშავეს ჩვენი კლინიკის თანამშრომლებმა. დღესდღეობით ჩვენ აბდომინოპლასტიკას ვაკეთებთ სახესა და სხეულის სხვადასხვა ოპერაციებთან კომბინაციაში.
90–იანი წლების ბოლოდან დაწყებული ჩვენს კლინიკაში აბდომინოპლასტიკა ხშირად ტარდება ლიპოსაქციასთან ერთად. ეს ორი მეთოდი ავსებს ერთმანეთს, რითაც მიიღება მაქსიმალურად სასურველი ესთეტიკური შედეგი როდესაც აღინიშნება მოშვებული, ჩამოკიდებული კანი მხოლოდ ჭიპის ქვემოთ, ჩვენ ვაკეთებთ მინიაბდომინოპლასტიკას ჭიპის პლასტიკის გარეშე.

ისტორია

პირველად მუცლის ზომაში შემცირების ოპერაცია ჩაატარა ამერიკელმა ქირურგმა ჯ. ა. კელიმ (G. A. Kelly) 1899 წელს. მან გამოიყენა დერმოლიპექტომიის მეთოდი (მხოლოდ კან–ცხიმოვანი ნაფლეთის ამოკვეთა, ქსოვილების მობილიზაციის გარეშე).
1905 წელს გოდემ (Goudet) და მორესტიმ (Morestin) გააკეთეს კან–ცხიმოვანი ნაფლეთის ამოკვეთა ჭიპის შენარჩუნებით და თიაქარკვეთა.
1916 წელს ბაბკოკმა (Babcock) ჩაატარა კან–ცხიმოვანი ნაფლეთის ამოკვეთა და ქსოვილთა ფართო აშრევება, რითაც შეძლო შეეცვალა მუცლისა და წელის კონტურები.
1967 წელს ბრაზილიელმა ქირურგმა პიტანგუიმ (Pitanguy) პირველმა აღწერა ოპერაციის ეტაპები და ჩამოაყალიბა ახალი სტანდარტები, რომლის საფუძველზეც ახლაც აფასებენ მიღებულ შედეგებს.
ეს სტანდარტებია: შეუმჩნეველი ნაწიბური ბოქვენის ზემოთ, კან–ცხიმოვანი ნაფლეთის საკმარისი მობილიზაცია, ჭიპის პლასტიკა და მუცლის წინა კედლის აპონევროზის გამაგრება.

ჩვენებები

აბდომინოპლასტიკის ჩვენებებს წარმოადგენს დაკიდებული მუცელი, კანის წინსაფრის არსებობა, ჭარბი ცხიმის დაგროვება, სტრიების არსებობა, მუცლის სწორი კუნთების დისტაზი(დაცილება), ჭიპის, ცენტრალური და თეთრი ხაზის თიაქრები. როგორც წესი ეს ცვლილებები დაკავშირებულია გენეტიკურ მიდრეკილებებთან, ორსულობასთან, მშობიარობასთან, ჭარბ წონასთან და მკვეთრ გახდომასთან.

ოპერაცია

ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგრძლივობა 2–5 საათია. განაკვეთი კეთდება ბიკინის დონეზე. ნაკერის ასეთი მდებარეობა საშუალებას იძლევა მთლიანად დაიფაროს ის ქვედა თეთრეულით ან ღია საცურაო კოსტიუმით.
მეგააბდომინოპლასტიკის შემთხვევებში კეთდება ინვერსიული T–ს მაგვარი განაკვეთი.
ოპერაციის დროს სრულდება კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის აშრევება და ამოკვეთა. მუცლის სწორი კუნთების დიასტაზის შემთხვევაში კეთდება მუცლის კუნთოვანი კორსეტის აღდგენა. თიაქრის არსებობისას – თიაქარკვეთა.
სტანდარტული აბდომინოპლასტიკების დროს ტარდება ჭიპის გადატანა და პლასტიკა. მხოლოდ ჭიპის ქვემოთ არსებული მოშვებული და ჩამოკიდებული კანის შემთხვევაში კეთდება მინიაბდომინოპლასტიკა ჭიპის პლასტიკის გარეშე.
აუცილებლობის შემთხვევაში აბდომინოპლასტიკას შეიძლება დაერთოს გვერდების, ზურგის და სხეულის სხვა ნაწილების ლიპოსაქცია. 40 კგ–ზე მეტის დაკლების შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება არა მხოლოდ მუცლის წინა კედლის ფტოზი, არამედ დუნდულოების და ბარძაყების კანის ჩამოკიდებაც, ასეთ დროს ნაჩვენებია ბოდილიფტი(იხ. ბარიატრიული ქირურგია). ამ მეთოდების კომბინაციის მნიშვნელოვანი შედეგია მყარი ეფექტის მიღება, მინიმალური ოპერაციის შემდგომი ნაკერები და მაღალი ესთეტიკური შედეგი. ოპერაციის შემდგომ პერიოდში 4 კვირის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ბანდაჟის ტარება. ოპერაციის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დრენაჟების დაყენება, რომლებსაც იღებენ 2–4 დღის შემდეგ.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

ჩარევის მოცულობის მიხედვით პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე 3–6 დღეში. სამუშაოზე გასვლა შესაძლებელია 1–2 კვირის შემდეგ. ნაკერებს ხსნიან 10–12 დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს მუცლის წინა კედლის კანის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა. მანქანის ტარება შეიძლება ორი კვირის შემდეგ.
ფიზიკური დატვირთვა სრული მოცულობით 2 თვეში. ნაწიბურის საბოლოო ჩამოყალიბება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.

1. აუგმენტაციური მამოპლასტიკა

ეს არის ოპერაცია მკერდის ზომების გასაზრდელად. ოპერაციის მიზანია, სილიკონის იმპლანტანტების მეშვეობით სარძევე ჯირკვლების ზომებში მომატება, ფორმის შეცვლა, მსუბუქი ფტოზის და ასიმეტრიის კორექცია. პლასტიკური ქირურგიის ისტორიის მანძილზე მკერდის გადიდების მიზნით გამოიყენებოდა სამი ძირითადი მეთოდი: გადიდება აუტოქსოვილებით, ინექციური სინთეტიკური მასალებით და იმპლანტებით.
ჩვენ კლინიკაში სარძევე ჯირკვლების პირველი აუგმენტაცია ჩატარდა 1980 წელს, თორაკოდორსალური ნაფლეთის როტაციის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროს პაციენტს პანიკურად ეშინოდათ სილიკონის იმპლანტანტების და ამდენად მკერდის გადიდება შესაძლებელი იყო მხოლოდ აუტოქსოვილების გამოყენებით.
ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია მკერდის აუტოქსოვილებით გადიდების რამდენიმე მეთოდი, თუმცა დღესდღეობით ამ მეთოდმა გამოყენება ჰპოვა პოლანდის სინდრომის შემთხვევებში (სრული ცალმხრივი ამასტია – სარძევე ჯირკვლის დიდი კუნთის არარსებობა) და აგრეთვე მკერდის რეკონსტრუქციის დროს.
ჩვენს კლინიკაში ესთეტიკური მიზნით სარძევე ჯირკვლების გადიდებისთვის გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ფირმების იმპლანტები, ისეთები, როგორიცაა Mentor, Polytech. ჩვენ სარძევე ჯირკვლების აუგმენტაციის დროს უპირატესობას ვანიჭებთ იმპლანტების ინტრამუსკულარულად მოთავსებას, ვინაიდან ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მკერდის უფრო ბუნებრივი ფორმის მიღება და გაცილებით ნაკლებია კაპსულარული კონტრაქტურების განვითარების რისკი.
ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა გარკვეული ფორმის, მოცულობის და პროფილის პროტეზი ინდივიდუალურად, რათქმაუნდა პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, თუმცა ლამაზი და ბუნებრივი მკერდის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იყოს სარძევე ჯირკვლის ანატომიური მაჩვენებლები.

–> 1.1 ისტორია

პირველად მკერდის აუგმენტაცია ჩაატარა ჩერნიმ (Czerny) 1995 წელს. მან გამოიყენა ზურგის ლიპომიდან აღებული ქსოვილები, რომლებიც გადაიტანა მკერდის არეში ასიმეტრიის კორექციის მიზნით.
შემდგომში იყო როგორც დუნდულოებიდან და მუცლიდან აღებული სუფთა ცხიმოვანი აუტოქსოვილების, ისე კომპლექსური ქსოვილების (კან–ცხიმოვან–ფასციური ტრანსპლანტანტები) გამოყენების მცდელობა. ეს მეთოდები ვერ იძლეოდა სასურველ შედეგს, ვინაიდან ხდებოდა გადანერგილი ქსოვილების დეზორბაცია და ვითარდებოდა გამოხატული ასიმეტრია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით აუტოქსოვილები აქტიურად გამოიყენება მკერდის რეკონსტრუქციაში, ონკოქირურგიული ჩარევების შემდეგ მათი აღდგენის მიზნით.
მკერდის აუგმენტაციის მიზნით ინექციური სინთეტიკური მასალების გამოყენება დაიწყეს მე–18 საუკუნის ბოლოდან.
1899 გერსუნიმ (Gersuny) პირველად გამოიყენა პარაფინის ინიექცია მკერდის გადიდების მიზნით. ამას მოყვა ცვილის და ბოსტნეულის ზეთების გამოყენება, რომელიც შეყავდათ კანქვეშ. ანალოგიური ხასიათის პროცედურები ცნობილ იქნა პაციენტების ჯანმრთელობისთვის საშიშად და 1960 წლიდან აიკრძალა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყნებში, არაკეთილსინდისიერი ქირურგები დღერმდე აგრძელებენ თხევადი ინიექციური მასალების გამოყენებას მკერდის გადიდების მიზნით, რაც იწვევს სარძევე ჯირკვლის ქსოვილების შეუქცეველ დაზიანებებს და ამ მასალის მიგრაციას ღრმა ქსოვილებში. ასეთ შემთხვევებში, გელის მოსაცილებლად ხშირად საჭირო ხდება რადიკალური მასტექტომიის (მკერდის მოკვეთა) ჩატარება.
ჩამოთვლილი სამი მეთოდიდან მკერდის გადიდების მიზნით ყველაზე გამართლებულია იმპლანტების გამოყენება. პირველი იმპლანტები მზადდებოდა სპილოს ძვლის (ეშვები) და მინისაგან, მაგრამ შემდგომში მათზე უარი ითქვა მათი არაბუნებრივი თვისებების გამო. შემდგომში ყურადღება მიიპყრო ივალონის მსგავსმა ღრუბლისებრმა მასალებმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო მკერდისთვის უფრო ბუნებრივი ფორმის მიცემა. შემდეგ ღრუბლისებრი მასალების გამოყენებაც შეწყდა ისეთი გართულებების გამო როგორიცაა მათი შეკუმშვა, გამკვრივება, ფორმის შეცვლა და დამახინჯება.
თანამედროვე სილიკონის იმპლანტების ევოლუცია დაიწყო 1962 წლიდან, როდესაც კრონინმა (Cronin) და ჰეროუმ (Gerow) პირველად გამოიყენეს სილიკონი გელით შევსებული სილიკონის იმპლანტები. დროთა განმავლობაში სილიკონის იმპლანტებმა მთლიანად განდევნეს პრაქტიკიდან ყველა სხვა მეთოდი და მასალები.
დრესდღეობით მკერდის აუგმენტაციის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის სილიკონის იმპლანტები. ესენია მრგვალი, წვეთისებური და ანატომიური ფორმის იმპლანტები.
იმპლანტები ასევე შეიძლება მაღალპროფილიანი და დაბალპროფილიანი, რაც იძლევა დვრილ–არეოლის კომპლექსის სასურველ სიმაღლეზე დაყენების საშუალებას.

–> 1.2 ჩვენებები

აუგმენტაციის ჩვენებები შეიძლება იყოს მიკრომასტია (პატარა ზომის სარძევე ჯირკვლები), პოსტლაქტაციური ინვოლუცია (მკერდის მოცულობის მნიშვნელოვანი დაპატარავება), და მშობიარობასა და ძუძუთი კვების შემდგომი კანის ელასტიურობის დაკარგვა, სუსტად გამოხატული ფტოზი, აგრეთვე სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია. მკვეთრად გამოხატული ფტოზის შემთხვევაში შესაძლებელია მკერდის აუგმენტაციის კომბინირება მის ლიფტინგთან.
დღესდღეობით მრავალწლიანი გამოკვლევების ჩატარების შედეგად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ იმპლანტების გამოყენება არ ზრდის სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკს. ყოველთვის იოლად შეიძლება მამოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. მიუხედავად ამისა ოპერაციის წინ ამ გამოკვლევების ჩატარება სავალდებულოა, ისევე როგორც მამოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სარძევეე ჯირკვლებში უკვე არსებული პროცესები.

–> 1.3 ოპერაცია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 1–2 საათი.
იმპლანტების ჩაყენება შეიძლება როგორც ინტრამამალურ სივრცეში (ჯირკვლის ქვეშ), ისე მკერდის დიდი კუნთის ქვეშ (ინტრამუსკულარულად). განაკვეთი კანზე შეიძლება გაკეთდეს მკერდქვეშა ნაოჭის არეში, არეოლის გარშემო და იღლიის ქვეშ. განკვეთის სიგრძე 4–6 სმ–ია.
ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომლებსაც აცილებენ 2–4 დღეში.

–> 1.4 ოპერაციის შემდგომი პერიოდი

როგორც წესი, პაციენტი მეორე დღეს ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოზე გასვლა შეიძლება ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.
ნაკერებს ხსნიან 10–12 დღეში, ზოგჯერ შესაძლებელია დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარება შეიძლება 1–2 თვის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის უფლება ეძლევათ ოპერაციიდან 2–3 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.

2. რედუქციული მამოპლასტიკა

ეს არის ოპერაცია მკერდის ზომების შესამცირებლად. მისი მიზანია როგორც ზომაში შემცირება, ასევე ძუძუებისთვის ახალი ფორმის მიცემა დვრილ–არეოლის კომპლექსის ახალ პოზიციაში გადატანით. ოპერაცია მოიცავს სარძევე ჯირკვლების ჭარბი ქსოვილების რეზექციას (ამოკვეთა). ჩვენს კლინიკაში რედუქციული მამოპლასტიკა ტარდება 90–იანი წლების დასაწყისიდან და ვიყენებთ სარძევე ქსოვილების რედუქციის სხვადასხვა მეთოდებს.

–> 2.1 ისტორია

ფტოზირებული და დიდი ზომის სარძევე ჯირკვლების ზომებში შემცირება პირველად გააკეთა ჩემბერსმა(Chembers) 1896 წელს. რეზეცირებულმა მასამ 11 კგ შეადგინა.
1903 წელს განარდმა(Guinard) წარმოადგინა მკერდის დაპატარავების ტექნიკა – ნახევრადოვალური განაკვეთით კეთდებოდა ჭარბი სარძევე ჯირკვლების ქსოვილისა და კანის რეზექცია.
1928 წელს ბისენბერგერმა(Biesenberger) მოგვაწოდა სარძევე ჯირკვლის კანის ფართო აშრევება და ჯირკვლის პარენქიმასთან ერთად დვრილ–არეოლის კომპლექსის გადატანა.
1930 წელს შვარცმანმა(Schwarzmann) პირველმა გამოიყენა დვრილ-არეოლის კომპლექსი მკვებავი ფეხით და მისი ადექვატური სისხლმომარაგებით.
რედუქციულ მამოპლასტიკაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბრაზილიელ ქირურგს ივო პიტანგიოს, რომელმაც შეიმუშავა ამ ოპერაციის რამდენიმე მეთოდი.

–> 2.2 ჩვენებები

რედუქციული მამოპლასტიკის ჩვენებებს წარმოადგენს გიგანტომასტია(დიდი მკერდი), რომელიც ქალს უქმნის როგორც ესთეტიკურ (ჭარბი ოფლიანობა მკერდქვეშ, თეთრეულის, საცურაო კოსტიუმის, ტანსაცმლის შერჩევის სიძნელე), ასევე სამედიცინო პრობლემებს(კანის გაღიზიანება მკერდქვეშა ნაოჭის არეში, ადვილად დაღლა, ტკივილები ზურგის არეში, ხერხემლის დაავადებები).
ახალგაზრდა პაციენტებს დიდი მკერდის გამო ხშირად უვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც აძნელებს მათ ურთიერთობას თანატოლებთან.
დამტკიცებულია რომ, რედუქციული მამოპლასტიკა არ ახდენს გავლენას სარძევე ჯირკვლის ქსოვილების მდგომარეობაზე და არ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მასტოპათიების ან ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი.
მიუხედავად ამისა, ოპერაციის წინ, ყველა პაციენტისთვის სავალდებულოა სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი ან მამოგრაფიული გამოკვლევა. უტარდება მამოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ან დადგინდეს სარძევე ჯირკვლებში უკვე არსებული პროცესები.

–> 2.3 ოპერაცია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 3–6 საათია. ოპერაციის დროს კეთდება ჭარბი კანის, ცხიმოვანი ქსოვილის და ჯირკვლის ნაწილობრივი ამოკვეთა. დვრილ-არეოლის კომპლექსი რბილქსოვილოვან ფეხზე გადაგვაქვს ახალ ადგილზე. განაკვეთები კეთდება არეოლის გარშემო, ვერტიკალურად და მკერდქვეშა ნაოჭის არეში. ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომლებსაც აცილებენ 2–4 დღეში.

–> 2.4 ოპერაციის შემდგომი პერიოდი

როგორც წესი პაციენტი 2–3 დღეში ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოს უბრუნდება ოპერაციიდან 1 კვირაში.
ნაკერებს იღებენ 10–12 დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა. მანქანის ტარების უფლება ეძლევა 2 კვირის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის ნება ეძლევათ ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ფართო ნაწიბურების ჩამოყალიბება და შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს მათი ამოკვეთა.

3. მასტოპექსია

სარძევე ჯირკვლების ლიფტინგი (აწევა) მასტოფტოზის (ჩამოშვება) დროს.
ოპერაციის მიზანია სარძევე ჯირკვლების ფორმის შეცვლა ჯირკვლების ქსოვილის აწევით და დვრილ–არეოლის კომპლექსის პოზიციის შეცვლა. ლიფტინგი ტარდება ძირითადად კანის რეზექციის ხარჯზე.
ჩვენ კლინიკაში სარძევე ჯირკველების ლიფტინგი კეთდება 90–იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ ვიყენებთ პერიარეოლურ, ვერტიკალურ და T-ს მაგვარ მასტოპექსიას.

–> 3.1 ისტორია

სარძევე ჯირკვლების ლიფტინგის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული რედუქციის ისტორიასთან, უფრო მეტიც, ამ ოპერაციების ტექნიკა ბევრ ასპექტში ერთმანეთის მსგავსია. ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს რომ ლიფტინგის დროს კანის განაკვეთი უფრო პატარაა. ასევე რედუქციისაგან განსხვავებით ლიფტინგის დროს კეთდება ძირითადად კანის რეზექცია.
სარძევე ჯირკვლების აწევის ერთ–ერთი პირველი ოპერაცია ჩაატარა მიხელ პუსინმა (Michael Poussin) 1897 წელს. მან განაკვეთი გაატარა არეოლის თავზე, გააკეთა კანის ნაწილის, ჯირკვლის და ხიმოვანი ქსოვილის რეზექცია, მაგრამ პირველი ზომაში დაპატარავდა და ოპერაციის შედეგი არაესთეტიკური გამოვიდა. მან უკეთესად შეძლო მკერდის დაპატარავება მის აწევასთან ერთად, მაგრამ დვრილ–არეოლის კომპლექსის გადაადგილება ასიმეტრიული გამოუვიდა.
ამ პრობლემის ნაწილობრივი გადაწყვეტა შესძლო ამერიკელმა ქირურგმა მაქს ტორეკმა (Max Thorek) 1921 წელს, რომელმაც სარძევე ჯირკვლების ლიფტინგის დროს გააკეთა დვრილ–არეოლის კომპლექსების რეზექცია, მათი შემდგომი გადანერგვით. თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში სარძევე ჯირკვლების აწევის დროს დვრილ–არეოლის კომპლექსის თავისუფალ გადანერგვაზე უარი თქვეს.
დღესდღეობით კეთდება პერიარეალური, ვერტიკალური და ინვერსიული T-ს მაგვარი ლიფტინგი. ყოველმეთოდს გააჩნია თავისი ჩვენებები, მკერდის ჩამოშვების ხარისხიდან გამომდინარე.

–> 3.2 ჩვენებები

მასტოპექსიის ჩვენებებია სარძევე ჯირკვლების ასაკობრივი და პოსტლაქტაციური ცვლილებები ქალებში სარძევე ჯირკვლების საკმარისი მოცულობით, მაგრამ გამოხატული ფტოზით და კანის ელასტიურობის დაქვეითებით. მასტოფტოზი ასევე შეიძლება განვითარდეს მკვეთრი გახდომის შედეგად. სარძევე ჯირკვლები იწყებს ჩამოშვებას, მკერდქვეშა ნაოჭი ხდება გამოხატული, დვრილი ეშვება მკერდქვეშა ნაოჭის ქვემოთ, ჯირკვლის ქსოვილი გადაინაცვლებს ქვევით, ზედა კონტური ხდება ჩავარდნილი, კანი იწელება.
პაციენტის სურვილის მიხედვით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლების ლიფტინგის ჩატარება სილიკონის იმპლანტებით აუგმენტაციის კომბინაციაში. სარძევე ჯირკვლების სუსტად გამოხატული ფტოზის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ სილიკონის იმპლანტებით აუგმენტაციით შემოფარგვლა.
დადგენილია, რომ მასტოპექსია (მკერდის ლიფტინგი) არ ახდენს გავლენას სარძევე ჯირკვლების ქსოვილების მდგომარეობაზე და არ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მასტოპათიების ან ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი. მიუხედავად ამისა, ოპერაციის წინ, ყველა პაციენტს უტარდება სავალდებულო სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი ან მამოგრაფიული გამოკვლევა და მამოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სარძევე ჯირკვლებში უკვე არსებული პროცესები.

–> 3.3 ოპერაცია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა მეთოდიკიდან გამომდინარე 1–3 საათია. მკერდის აწევა ხდება სარძევე ჯირკვლების ქსოვილების გადაადგილებით, იმგვარად რომ დვრილი ან არეოლი გადაინაცვლებს ნორმალურ პოზიციაში და მკერდის ფორმა გაცილებით უკეთესი ხდება. განაკვეთი მეთოდიკიდან გამომდინარე შეიძლება გაკეთდეს არეოლის გარშემო, ვერტიკალურად არეოლიდან ქვემოთ და მკერდქვეშა ნაოჭის არეში. ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომელთაც იღებენ 2–4 დღეში.

–> 3.4 ოპერაციის შემდგომი პერიოდი

როგორც წესი, პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღეს ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოს უბრუნდება ოპერაციიდან 3–5 დღის შემდეგ.
ნაკერებს იღებენ 10–12 დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარება შეიძლება 2 კვირის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის უფლება ეძლევათ ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.

4. სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია

შეიძლება გამოქვეული იყოს როგორც თანდაყოლილი პათოლოგიებით, მაგალითად პოლანდის სინდრომი, ისე ჩვეულებრივი ასიმეტრიით. მკერდის ასიმეტრიის კორექციის მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა მეთოდები: მკერდის ენდოპროტეზირება, ლიფტინგი ენდოპროტეზირებასთან ერთად, რედუქციული მამოპლასტიკა.

სახის კონტურების კორექცია

სახის ფორმის და ოვალის კორექცია, ნაკლების მოშორება

ბოდილიფტინგი

ცნობილია რომ ბარიატრიული ქირურგია აბდომინალური ქირურგების პრეროგატივაა. ამ ოპერაციების შემდეგ პაციენტი იკლებს წონაში რის შედეგადაც ვითარდება რბილი ქსოვილების ფტოზი (ჩამოკიდება). სხეულის წონის სტაბილიზაციის შემდეგ, სხეულის ესთეტიკური კორექციის მიზნით საქმეში ერთვებიან პლასტიკური ქირურგები. სხეულის ჩამოკიდებული კანის კორექციის მიზნით ტარდება შემდეგი ოპერაციები: ბოდილიფტინგი, მკერდის აწევა–რედუქცია, დუნდულოების, ბარძაყების, მხრების აწევა და ა. შ.

ჩვენებები

ბოდილიფტინგის ჩვენებებს წარმოადგენს წონის მასიური დაკლების შემდგომი განვითარებული სხეულის კანის დაშვება როგორც წესი ასეთ შემთხვევებში ვითარდება მუცლის, დუნდულოების, ბარძაყების, მხრების, ძუძუების კანის დაშვება და ა. შ. ოპერაციის მიზანია დაშვებული კანის დაქაჩვა.

ოპერაცია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 1,5–6 საათია. სხეულის კანის დაჭიმვა ტარდება ეტაპობრივად. პირველ რიგში ტარდება მუცლი და დუნდულოების კანის დაჭიმვა, მეორე რიგში ბარძაყების, მხრების და ძუძუების კანის დაჭიმვა. ოპერაციის დროს იკვეთება ჭარბი ზედმეტი კანი, იჭიმება და ფიქსირდება ფასციები, რაც იძლევა საშუალებას მივიღოთ სტაბილური კარგი შედეგები. ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომლებსაც აცილებენ 2–12 დღეში.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

როგორც წესი პაციენტი 7–12 დღეში ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოს უბრუნდება ოპერაციიდან 3 კვირაში.
ნაკერებს იღებენ 10–12 დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა. მანქანის ტარების უფლება ეძლევა 3 კვირის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის ნება ეძლევათ ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ფართო ნაწიბურების ჩამოყალიბება და შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს მათი ამოკვეთა.

დუნდულოების ფორმის კორექცია

წვივის ფორმის კორექცია

წვივის ფორმების კორექცია იმპლანტების გამოყენებით