ჩვენი კონკურსის გამარჯვებულს, ნანა მოლაშვილს პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია რეკონსტრუქციული ქირურგიის ოპერაციათა სერიიდან, რაც ნანას ესაჭიროება.

კონკურსი “თქვენი ისტორია” უკვე მეორედ ჩატარდა. პრიზი ამჯერად ნებისმიერი კატეგორიის ერთ პლასტიკურ ოპერაციას ითვალისწინებდა, თუმცა ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებითა და პროფესორ ივა კუზანოვის კეთილი ნებით ნანას ყველა საჭირო ოპერაცია უსასყიდლოდ ჩაუტარდება.