გუგა კუზანოვი
ივა კუზანოვი
ალექსანდრე კუზანოვი

4D ექოსკოპია

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – ადამიანის შინაგანი ორგანოების და მათში მიმდინარე პროცესების გამოვლენა ულრტაბგერითი ტალღების მეშვეობით.

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების პათოლოგიების გამოსავლენად ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებას გირჩევთ შემდეგ შემთხვევებში:

მუცლის და წელის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
ჭარბი სისხლიანი გამონადენი მენსტრუალური ციკლის დროს და სხვა ციკლის დღეებში სისხლიანი ან სხვა შემაწუხებელი გამონადენი (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების, პოლიპების გამოსავლენად);
უნაყოფობა (მილების პათოლოგია, მილების გამტარიანობის განსაზღვრა, საკვერცხეების კისტები, პოლიკისტოზი, და სხვა დაავადებები);
ორსულობის დიაგნოსტიკა და მისი ვადის განსაზღვრა;
საშვილოსნოს გარე ორსულობის გამორიცხვა.
საკვერცხეებში ფოლიკულების მომწიფების პროცესის დაკვირვება ენდომეტრიუმის ციკლური გარდაქმნის სრულფასოვნების კონტროლი (ორსულობის დაგეგმარების პერიოდში);
ნაყოფის განვითარების ულტრაბგერითი მეთვალყურეობა უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აპარატზე (TOSHIBA XARIO 4D).

4D – ექოსკოპია – უნიკალური შეთავაზება მომავალი დედებისათვის

4D ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ნაყოფის მოცულობითი გამოსახულება, მიახლოვებული მაქსიმალურად რეალობასთან.

მაღალი სიმძლავრის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთხგანზომილებიანი (4D) ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური აპარატი TOSHIBA XARIO, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით, არის ეკოლოგიურად უსაფრთხო, ამიტომ უზრუნველყოფს უსაფრთხო კვლევას როგორს დედისათვის ასევე ნაყოფისათვის.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატი TOSHIBA XARIO იძლევა ზუსტ ვიზუალიზაციას არსებული პათოლოგიების მიმართ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პაციენტის შემდგომი მკურნალობის შერჩევისათვის.

ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ მის კლინიკურ გამოვლინებამდე; ამის შედეგად, მკურნალობა უფრო დროული და ეფექტური ხდება.

ულტრაბგერითი კვლევის შედეგი დამოკიდებულია არა მარტო მაღალ ტექნოლოგიურ აპარატზე, არამედ ექიმის მაღალ კვალიფიკაციაზე და მის გამოცდილებაზე.

თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ 10:00 – დან 14.00 – სათამდე, შაბათი და კვირის გარდა.

წინასწარი ჩაწერა ულრტაბგერით გამოკვლევაზე 9.00 – დან – 18.00 – საათამდე,შაბათის ჩათვლით

ტელეფონზე: +995 32 242 40 05;

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი, ექიმი მეან-გინეკოლოგი

ქეთევან თანალიში +995 555 28 68 68

Email: kt.md.sonography@gmail.com

fc: Ketevan Tanalishi

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი, ექიმი მეან – გინეკოლოგი
ქეთევან თანალიში

პროფესიული გამოცდილება
2000 – 2001წ – ქ. ეკატერინბურგის № 1 ქალთა კონსულტაცია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი, ექიმი მეან-გინეკოლოგი.
2001 – 2006წ ქ. ეკატერინბურგი სამედიცინ ცენტრი”პარაცელს”, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი,
ექიმი მეან-გინეკოლოგი.
2006- 2009წ. – ქ. თბილისი, დავით ტატიშვილის კლინიკა და სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი ”ვენუს ჯორჯია”, კლინიკური რადიოლოგი, MPISRL OGASH IAMSS- ის ექსპერტი & უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
2009წ – დან დღემდე – კუზანოვის კლინიკა, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი.

განათლება, კვალიფიკაცია
უმაღლესი

1992 – 1998წ. ქ. ეკატერინბურგი, ურალის სახელმწიფო სამედიცინ აკადემია.
1998 – 2000წ ქ. ეკატერინბურგი, ურალის დედათა და ბავშვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი – ორდინატურა, სერტიფიკატი სპეციალობით – მეანობა და გინეკოლოგია

1998წ – ქ. ეკატერინბურგი, AVSC სერტიფიკატი – ”ოჯახის დაგეგმვა და რეპროროდუქციული ჯანმრთელობა”

2000 –2001წ. ქ. მოსკოვი, სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი. სერტიფიკატი სპეციალობით – ულრტაბგერითი დიაგნოსტიკა.

2002წ – ქ. მოსკოვი, რუსეთის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, კვალიფიკაციის ამაღლების მოწმობა – დოპლეროგრაფია მეანობა – გინეკოლოგიაში

2008წ – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო, სახელმწიფო სერტიფიკატი – მეანობა – გინეკოლოგია.

2009წ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო, სახელმწიფო სერტიფიკატი – ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.