მთავარი > პლასტიკური ქირურგია > ესთეტიკური ქირურგია > მეორადი რინოპლასტიკა
მეორადი რინოპლასტიკა

მეორადი რინოპლასტიკა (ადრე ნაოპერაციევი ცხვირის ფორმის გასწორება) და რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა (ცხვირის აღდგენა მისი პოსტტრავმირებული ან თანდაყოლილი დეფორმაციის შემთხვევაში) გაცილებით უფრო რთული ოპერაციებია ვიდრე პირველადი რინოპლასტიკა, ვინაიდან ქირურგმა არ იცის რა გაკეთდა პირველი ოპერაციის დროს და რა მდგომარეობაშია ცხვირის ძვალ–ხრტილოვანი ჩონჩხი. მეორადი და რეკონსტრუქციული რინოპლასტიკების დროს, ცხვირის სტრუქტურების აღდგენის მიზნით, ხშირად საჭირო ხდება აუტოხრტილების გამოყენება, რომელთაც იღებენ ცხვირის ძგიდიდან, ყურის ნიჟარიდან ან ნეკნის ხრტილებიდან დონორული უბნებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
ჩვენს კლინიკას ასეთი ოპერაციების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს.
მეორადი რინოპლასტიკის დროს ხშირად საჭირო ხდება ჩამოშვებული ცხვირის წვერის, დეფორმირებული ნესტოების და ასიმეტრიული ძვალ–ხრტილოვანი ჩონჩხის კორექცია, ამოკვეთილი ხრტილების აღდგენა და ცხვირის უნაგირისებური დეფორმაციის გამოსწორება.
რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა ტარდება როგორც ზედა ტუჩისა და მაგარი სასის ნაპრალების (კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა) კორექციასთან ერთად ერთ ეტაპად, ასევე ამ ოპერაციების წინასწარ ჩატარების შემდეგ. რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა ტარდება ცხვირის ტრავმების შემდეგ როგორც შიდა(ძვალ–ხრტილოვანი ჩონჩხი), ისე გარეთა (ცხვირის ნაწილობრივი ან სრული არარსებობა) სტრუქტურების დაზიანების შემთხვევაში.
რეკონსტრუქცია ცხვირის უნაგირისებური დეფორმაციის დროს

ცხვირის უნაგირისებური დეფორმაცია(ბოქსიორის ცხვირი) ხშირად გვხვდება ცხვირის ტრავმის, არაკვალიფიციურად ჩატარებული სეპტოპლასტიკის (გამრუდებული ცხვირის ძგიდის კორექცია) და აგრეთვე ცხვირის ჩირქოვან–ინფიცირებული დაზიანების შემდეგ.
ცხვირის უნაგირისებური დეფორმაციების დროს ჩვენ ვხვდებით ასეთ პრობლემას როგორიცაა ძგიდის ხრტილის ნაწილობრივი ან სრული არარსებობა და ცხვირის წვერის ფიქსაციის დაკარგვა. ასეთი დეფორმაციების კორექციის დროს გამოიყენება ავტოხრტილები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის აღდგენა.
 
 
 
 

ცხვირის უნაგირისებური დეფორმაცია(ბოქსიორის ცხვირი) ხშირად გვხვდება ცხვირის ტრავმის, არაკვალიფიციურად ჩატარებული სეპტოპლასტიკის (გამრუდებული ცხვირის ძგიდის კორექცია) და აგრეთვე ცხვირის ჩირქოვან–ინფიცირებული დაზიანების შემდეგ.
ცხვირის უნაგირისებური დეფორმაციების დროს ჩვენ ვხვდებით ასეთ პრობლემას როგორიცაა ძგიდის ხრტილის ნაწილობრივი ან სრული არარსებობა და ცხვირის წვერის ფიქსაციის დაკარგვა. ასეთი დეფორმაციების კორექციის დროს გამოიყენება ავტოხრტილები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის აღდგენა.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 2,5–6 საათია. განაკვეთი კეთდება ნესტოების შიდა ზედაპირებზე, გარეთა განაკვეთი კეთდება მხოლოდ კოლუმელაზე (ცხვირის ძგიდის კანის ნაწილი).
ოპერაციის შემდეგ არ რჩება შესამჩნევი ნაწიბურები. ოპერაციის დროს ჩარევა ხდება
ცხვირის ძვალ–ხრტილოვან ჩონჩხზე და რბილ ქსოვილებზე მათი აღდგენის მიზნით.
მეორადი რინოპლასტიკის დროს ხშირად საჭირო ხდება აუტოხრტილების გამოყენება დაკარგული სტრუქტურების აღდგენის მიზნით. აუტოხრტილებს იღებენ ცხვირის ძგიდის ხრტილებიდან, ყურის ნიჟარიდან და ნეკნის ხრტილებიდან.

ოპერაციის შემდეგ ცხვირის ხვრელში იდება სცსპეციალური ტამპონები. ტამპონებს ვიღებთ 3–6 კვირის შემდეგ, ოპერაციის ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება თანამედროვე ტამპონები, რომელთა ამოღება უმტკივნეულოა.
ოპერაციის შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად და პროფილაქტიკის მიზნით ცხვირზე ვადებთ სინთეტურ ან თაბაშირის ნახვევს, რომელსაც ჩარევის ხასიათიდან გამომდინარე ვხსნით 5–12 დღეში.
პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე ოპერაციიდან მეორე დღეს. სამუშაოს უბრუნდება მესამე დღეს.
ნაკერების ამოღება ხდება მეექვსე დღეს. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ცხვირის წვერის არეში კანის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარების უფლება ეძლევათ ოპერაციიდან მესამე დღეს.
სრული ფიზიკური დატვირთვა შესაძლებელია ორი კვირის შემდეგ.
შეშუპება და სილურჯე ინდივიდუალურია და 1–2 კვირის შემდეგ როგორც წესი ქრება.
სათვალის ტარება 2 თვის განმავლობაში რეკომენდირებული არაა.
ცხვირი თავის საბოლოო ფორმას ღებულობს ოპერაციიდან 6–12 თვის შემდეგ, თუმცა პაციენტი დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ამ ცვლილებებს ვერ ამჩნევს.
პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომა და მათზე ხანგრძლივი დაკვირვება საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ჩვენს მიერ მიღებულ სტაბილურ შედეგებს.

თავი
სხეულის ქვედა ნაწილი