მთავარი > თავი > ესთეტიკური ქირურგია >
ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რითაც მიიღწევა სახის ჰარმონიულობა, ამავე დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც (სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).

ოპერაცია გულისხმობს ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი კარკასის მოდელირებას და ჩარევას რბილ ქსოვილებზე. დღესდღეობით რინოპლასტიკა წრმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებელო ოპერაციას ესთეტიკურ მედიცინაში, ვინაიდან ცხვირი სახის ყველაზე წარმოჩინებული ნაწილია და მისი დეფექტების დაფარვა თითქმის შეუძლებელია. ამის გამო რინოპლასტიკა უნდა შეასრულოს ქირურგმა, რომელსაც ამ ოპერაციის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს დიდი და კეხიანი ცხვირის ენდემურ ზონას. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ოპერაციები ცხვირის ფორმის შესაცვლელად დაიწყო საქართველოში, რამაც ქართველ პლასტიკურ ქირურგებს რინოპლასტიკაში დიდი გამოცდილება შესძინა. ხოლო ცალკეულ შედეგებზე დაკვირვებამ ჩვენი კლინიკის ქირურგებს საშუალება მისცა შეეტანათ მნიშვნელოვანი ცვლილებები რინოპლასტიკის ტექნიკაში, რამაც მოგვცა კარგი და სტაბილური შედეგების მიღწევის საშუალება. ჩვენთან კლინიკაში თითოეულ პაციენთან ხდება ინდივიდუალური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს სტანდარტული ცხვირები დას ახის პროპორციები, ისევე როგორც აბსოლუტურად ერთნაირი ხასიათი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა სახის პროპორციულად შესატყვისი ცხვირის ფორმა. ცნობილია რომ ცხვირის ფორმის მიხედვით შესაძლებებლია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა, ამიტომ ოპერაციის დროს ვითვალისწინებთ პაციენტის ხასიათსაც. ოპერაციის მიზანია არა უბრალოდ ლამაზი ცხვირის გაკეთება, არამედ პაციენტის სახესთან ჰარმონიული ცხვირის შექმნა. ამავდროულად ოპერაცია უნდა ჩატარდეს ისე რომ ცხვირი გამოყურებოდეს ბუნებრივად და არ ჰგავდეს ნაოპერაციევს

თავი
სხეულის ქვედა ნაწილი