კონკურსი
კუზანოვის კლინიკის კონკურსი „თქვენი ისტორია“ პირველად შარშან ჩატარდა. პრიზი ითვალისწინებდა უფასო ცხვირის ოპერაციას ერთი გამარჯვებულისთვის. კონკურსში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.



კონკურსის ლიდერი მალევე გახდა 19 წლის ქეთევან თინიკაშვილი, რომელმაც 6 წლის ასაკში სახესა და სხეულზე მძიმე დამწვრობა მიიღო. თავის ისტორიაში ქეთომ წარმოაჩინა ისეთი თვისებები, როგორებიცაა გულახდილობა, მიზანდასახულობა, ოპტიმიზმი და მტკიცე ხასიათი. სწორედ ამ თვისებების გამო მოიწონა ქეთევანის ისტორია ყველაზე მეტმა ადამიანმა და შედეგად ის კონკურსის გამარჯვებული გახდა.



მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის პრიზად განსაზღვრული იყო მხოლოდ რინოპლასტიკა, პროფესორ ივა კუზანოვის კეთილი ნებით გადაწყდა, რომ ქეთევანს უფასოდ ჩატარებოდა რეკონსტრუქციული ქირურგია. მიღებული ზიანის ხარისხიდან გამომდინარე ქეთევანს ესაჭიროებოდა მთელი რიგი ოპერაციების სერია. ეს პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად დღემდე გრძელდება.

გაუთვალისწინებელი გარემოებიდან გამომდინარე მთავარი პრიზი - რინოპლასტიკა მეორე ადგილოსანს ხვდა წილად. მხიარული ტყუპების, გვანცა და ლელა ქაჯაიების ასევე მხიარული ისტორია ბევრმა ადამიანმა მოიწონა და შედეგად ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ. ლელას ცხვირის ოპერაცია სრულიად უფასოდ ჩაუტარდა, გვანცამ კი ამ ოპერაციისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღო.



„თქვენი ისტორია“ გრძელდება. კუზანოვის კლინიკის კონკურსმა სტარტი კიდევ ერთხელ აიღო და შანსს გაძლევთ ყველას, თქვენი ისტორიის გაზიარებით ოცნება აისრულოთ. კონკურსის პრიზი არ არის განსაზღვრული და გამარჯვებულის საჭიროებებიდან გამომდინარე ის შეიძლება იყოს როგორც ესთეტიკური, ასევე რეკონსტრუქციული ქირურგია.




იხილეთ აპლიკაცია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და ოცნების ასასრულებლად მოგვწერეთ თქვენი ისტორიები! www.facebook.com/KuzanovClinic/
აპლიკაციის ბმული: www.facebook.com/KuzanovClinic/app/137236283304156/
თავი
სხეულის ქვედა ნაწილი