მთავარი > პლასტიკური ქირურგია > ზოგადი ქირურგია
ზოგადი ქირურგია

კვანძოვანი ეუთირეიდული (არატოქსიური) ჩიყვი


დადგენილია, რომ მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს იოდის დეფიციტის რაიონებში, რომლებსაც მიეკუთვნება ამიერკავკასიის, რუსეთის, კონტინენტური ევროპის, აფრიკის ცენტრალური რაიონების და სამხრეთ ამერიკის თითქმის მთელი ტერიტორიებია. იოდის დეფიციტისა და ორგანიზმისთვის მისი არასაკმარისი მიწოდების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა დიფუზური (მთელი ფარისებრი ჯირკვლის გადიდება) ეუთირეოიდული (არატოქსიური) ჩიყვი, მიმდინარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვლის გადიდება კომპენსატორული რეაქციაა, “სამშენებლო მასალის” – იოდის ნაკლებობის პირობებში თირეოიდული ჰორმონების საკმარისი რაოდენობის სინთეზის უზრუნველსაყოფად. იოდის დეფიციტის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა კვანძოვანი ჩიყვის განვითარება. კვანძები 2-4-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება ქალებში. სხვადასხვა სტასტიკური გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ერთეული პალპირებადი კვანძების ავთვისებიანობის შესაძლებლობა 5 %-მდეა. ვანძოვანი ჩიყვის მკურნალობა. კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ კვანძოვანი, კოლოიდური ჩიყვის შემთხვევაში, როდესაც კვანძის დიამეტრი არ აღემატება 3 სმ-ს. უპირატესად ვლინდება ზუსტად ასეთი კვანძოვანი წარმონაქმნები. მკურნალობის მიზანია კვანძების ზომებში შემცირება. მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტებს, რომელთა კვანძების დიამეტრი აღემატება 1სმ-ს, უტარდებათ კვანძის ასპირაციული ბიოფსია წვრილი ნემსით, რომლის მიზანია დიაგნოზის ციტოლოგიური დადასტურება. თუ ციტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დადგინდება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულარი ადენომის დიაგნოზი ან არსებობს ეჭვი ავთვისებიან წარმონაქმნებზე, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

ოპერაციის ჩვენებები

აუცილებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს შემდეგი კატეგორიის პაციენტები:

  • პაციენტები, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დადგენილი დიაგნოზით.
    (დროული ოპერაცია 95%-ში იძლევა სრულ განკურნებას);
  • პაციენტები, ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი ზომისა და რაოდენობის კვანძოვანი 
    წარმონაქმნებით, როდესაც არსებობს ეჭვი მათ ავთვისებიანად გადაგვარებაზე (უბგ და 
    პუნქციის მონაცემებზე დაყრდნობით)
  • პაციენტები, სწრაფად მზარდი კვანძოვანი წარმონაქმნებით.
    (კვანძის 2-ჯერ გაზრდა ნახევარ წელიწადში)
  • პაციენტები, კვნძოვანი წარმონაქმნით ზომით 3 სმ-ზე მეტი, პუნქციით მიღებული 
    შედეგების მიუხედავად;
  • პაციენტები, კვანძოვანი წარმონაქმნებით ქრონიკული აუტოიმუნური თირეიდიტის 
    ფონზე; (ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების მომატებული რისკი)
  • პაციენტები, რომელთაც გადიდებული ფარისერი ჯირკვლის (დიფუზური ან კვანძების 
    არსებობასთან დაკავშირებული) გამო აქვთ სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება; 

ოპერაცია

 

ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე ტარდება ზოგადი ანესთეზიით(ნარკოზი), რაც იძლევა მკურნალობის უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალებას, ამცირებს გართულებების განვითარების რისკს და იცავს პაციენტს ემოციური ტრავმისგან. ოპერაციის მოცულობა განისაზღვრება ჯირკვლის დაზიანების ხასიათით, ზოგ შემთხვევაში კი პაციენტის ასაკისა და სქესის გათვალისწინებით.

დღესდღეობით, ფარისებრ ჯირკვალზე მინიმალურად დასაშვებ ოპერაციად ითვლება ჰემითირეოიდექტომია(ერთი წილის მთლიანად ამოკვეთა), მაქსიმალურად თირეოიდექტომია (ჯირკვლის მთლიანად ამოკვეთა). ადრე მიღებული ოპრაციები – ცალკეული კვანძოვანი წარმონაქმნების ამოკვეთის სახით, ფარისებრი ჯირკვლის ეგრეთწოდებული “ჯანმრთელი” ნაწილების დატოვებით, დღეს უკვე ითვლება მანკიერად, ვინაიდან პაციენტების უმრავლესობას უკეთდებად იძულებითი განმეორებითი ჩარევა, ჯირკვლის ნაოპერაციევ ნაწილებში კვნძოვანი გადაგვარების წარმოქმნის გამო. ოპერაციის დამთავრების შემდეგ ჩვენს კლინიკაში, ყველა პაციენტს ვადებთ კოსმეტიკურ ნაკერს. თანამედროვე საკერავი მასალა და ჩვენი ქირურგების გამოცდილება გვაძლევს პაციენტების უმრავლესობაში შეხორცების საუკეთესო შედეგების მიღწევის საშუალებას, ოპერაციის შემდგომი ნაწიბური რჩება თითქმის შეუმჩნეველი.

 

ოპერაციის შემდეგ


როგორც წესი, პციენტები ოპერაციიდან მეორე დღეს ეწერებიან კლინიკიდან. ნაკერები იხსნება მე-5-7 დღეს. ოპერაციის მოცულობიდან გამომდინარე პაციენტებს ენიშნებათ ჰორმონალური მკურნალობა, რომლის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის დაკარგული ფუნქციის კომპენსაცია და დარჩენილ ქსოვილებში ახალი კვანძოვანი წარმონაქმნების ზრდის პროფილაქტიკა. ჰორმონალური მკურნალობა ტარდება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჯირკვლის ამოკვეთილი ქსოვილების მოცულობას. ჰორმონების ინდივიდუალური დოზის შერჩევის შემდეგ პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის დინამიური დაკვირვების ქვეშ, 6თვეში ერთჯერ ინტერვალით.

დასკვნა

პაციენტები ადვილად იტანენ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციულ ჩარევას და მალე აღიდგენენ ძალას. ოპერაცია ჩაივლის თითქმის უკვალოდ და მინიმალური გვერდითი მოვლენებით. მიუხედავად ზემოთქმულისა, ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე, ქირურგიულ პრქტიკაში ითვლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და დელიკატური, ამდენად ასეთი ოპერაციები უნდა ჩაატაროს მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე ქირურგმა, რომელიც ფლობს როგორც ქირურგიულ ისე მიკროქირურგიულ ტექნიკას უმაღლეს დონეზე

დიფუზური ტოქსიური ჩიყვი


დტჩ – ეს არის ჰიპერთირეოზის ტიპი, რომლის მიზეზია მთელი ფარისებრი ჯირკვლის აქტიობის გენერალიზებული (საერთო) მომატება. “დიფუზური”- ვინაიდან პათოლოგიურ პროცესში ჩართულია მთელი ფარისებრი ჯირკვალი. “ტოქსიური”- ვინაიდან პაციენტი გრძნობს ცხელებას და ალებს, თითქოს მომატებული აქვს ტემპერატურა, როგორც ინფექციური დაავადების დროს. “ჩიყვი”- ვინაიდან ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია.

დტჩ-ს მიზეზები არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოდ გარკვეულად, თუმცა მის განვითარებაში წამყვანი როლი უთუოდ ენიჭება იმუნური სისტემის მოშლას, რომელიც ნორმაში ჩვენ გვიცავს, როგორც ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან, ასევე ორგანიზმის პათოლოგიური უჯრედებისაგან, როგორიცაა კიბოს უჯრედები.

ადამიანთა 10-15%-ს გააჩნიათ იმუნური სისტემის პრობლემები, რომლებიც გადაეცემა მემკვიდრეობით. დტჩ-ის შემთხვევებში გამომუშავდება ანტისხეულები გარკვეული ცილების მიმართ, რომლებიც მდებარეობენ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ზედაპირებზე. ამის შედეგად ხდება ჯირლკვლის უჯრედების სტიმულაცია, მიმართული ჰორმონების მომატებულ გამომუშავებისაკენ, რასაც მოჰყვება ფარისებრი ჯირკვლის მთელი ქსოვილის ჰიპერფუნქცია.
დაავადება უპირატესად გვხვდება ქალებში, 8-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე კაცებში. ძირითადად ვითარდება საშუალო ასაკის (30-დან – 50 წლამდე) ადამიანებში, მაგრამ ასევე არცთუ იშვიათია დაავადება მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ორსულობის პერიოდში, მენოპაუზის დროს და ადმიანებში 50 წლის ზემოთ.
დტჩ - ის ოპერაციული მკურნალობის ჩვენებებია:
. დიდი ზომის ჩიყვი (45 მლ და მეტი);
. დაავადების რეციდივი კონსერვატიული თერაპიის ჩატარების შემდეგ; 
. მომატეაბული მგრძნობელობა თირეოსტატიკების მიმართ;
. ფარისებრ ჯირკვალში პალპირებადი კვანძის არსებობა;
. ჩიყვის მკერდისუკანა მდებარეობა;
. ორსულობა და დაგეგმილი ორსულობა.

 

ოპერაცია


ტარდება მხოლოდ კომპენსაციის მდგომარეობის მიღწევის შემდეგ,ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ადრეული ოპერაციულ პერიოდში შეასაძლებებლია განვითარდეს თირეოტოქსიკური კრიზი. ოპერაციები ტარდება ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზი), რაც იძლევა მკურნალობის უკეთეს შედეგებს , ამცირებს გართულებების განვითარების რისკს და იცავს პაციენტს ემოციური ტრვმისგან. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად კეთდება ან (მაქსიმალური) ზღვრული სუბტოტალური რეზექცია ( იგულისხმება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის შენარჩუნება 4-6 გრამამდე მოცულობით), ან ტარდება თირეოიდექტომია (ფარისებრი ჯირკვლის სრული ამოკვეთა). ოპერაციის დამთავრების შემდეგ ჩვენს კლინიკაში, ყველა პაციენტს ვადებთ კოსმეტიკურ ნაკერს. თანამედროვე საკერავი მასალა და ჩვენი ქირურგების გამოცდილება გვაძლევს პაციენტების უმრავლესობაში შეხორცების საუკეთესო შედეგების მიღწევის საშუალებას, ოპერაციის შემდგომი ნაწიბური რჩება თითქმის შეუმჩნეველი. 

ოპერაციის შემდეგ


როგორც წესი, პციენტები ოპერაციიდან მეორე დღეს ეწერებიან კლინიკიდან. ნაკერები იხსნება მე-5-7 დღეს. ოპერაციის მოცულობიდან გამომდინარე პაციენტებს ენიშნებათ ჰორმონალური მკურნალობა, რომლის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის დაკარგული ფუნქციის კომპენსაცია და დარჩენილ ქსოვილებში ახალი კვანძოვანი წარმონაქმნების ზრდის პროფილაქტიკა. ჰორმონალური მკურნალობა ტარდება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჯირკვლის ამოკვეთილი ქსოვილების მოცულობას. ჰორმონების ინდივიდუალური დოზის შერჩევის შემდეგ პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის დინამიური დაკვირვების ქვეშ, პირველ წელიწადს ინტერვალით 3 თვეში ერთჯერ და მეორე წელს 6 თვეში ერთჯერ.

დასკვნა


პაციენტები ადვილად იტანენ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციულ ჩარევას და მალე აღიდგენენ ძალას. ოპერაცია ჩაივლის თითქმის უკვალოდ და მინიმალური გვერდითი მოვლენებით. მიუხედავად ზემოთქმულისა, ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე, ქირურგიულ პრქტიკაში ითვლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და დელიკატური, ამდენად ასეთი ოპერაციები უნდა ჩაატაროს მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე ქირურგმა, რომელიც ფლობს როგორც ქირურგიულ ისე მიკროქირურგიულ ტექნიკას უმაღლეს დონეზე.

ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა

თიაქრის ქირურგიული ამოკვეთა
თავი
სხეულის ქვედა ნაწილი