მთავარი > პლასტიკური ქირურგია > ესთეტიკური ქირურგია > ბოდილიფტინგი
ბოდილიფტინგი

ცნობილია რომ ბარიატრიული ქირურგია აბდომინალური ქირურგების პრეროგატივაა. ამ ოპერაციების შემდეგ პაციენტი იკლებს წონაში რის შედეგადაც ვითარდება რბილი ქსოვილების ფტოზი (ჩამოკიდება). სხეულის წონის სტაბილიზაციის შემდეგ, სხეულის ესთეტიკური კორექციის მიზნით საქმეში ერთვებიან პლასტიკური ქირურგები. სხეულის ჩამოკიდებული კანის კორექციის მიზნით ტარდება შემდეგი ოპერაციები: ბოდილიფტინგი, მკერდის აწევა–რედუქცია, დუნდულოების, ბარძაყების, მხრების აწევა და ა. შ.

ბოდილიფტინგის ჩვენებებს წარმოადგენს წონის მასიური დაკლების შემდგომი განვითარებული სხეულის კანის დაშვება როგორც წესი ასეთ შემთხვევებში ვითარდება მუცლის, დუნდულოების, ბარძაყების, მხრების, ძუძუების კანის დაშვება და ა. შ. ოპერაციის მიზანია დაშვებული კანის დაქაჩვა.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 1,5–6 საათია. სხეულის კანის დაჭიმვა ტარდება ეტაპობრივად. პირველ რიგში ტარდება მუცლი და დუნდულოების კანის დაჭიმვა, მეორე რიგში ბარძაყების, მხრების და ძუძუების კანის დაჭიმვა. ოპერაციის დროს იკვეთება ჭარბი ზედმეტი კანი, იჭიმება და ფიქსირდება ფასციები, რაც იძლევა საშუალებას მივიღოთ სტაბილური კარგი შედეგები. ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომლებსაც აცილებენ 2–12 დღეში.

 
როგორც წესი პაციენტი 7–12 დღეში ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოს უბრუნდება ოპერაციიდან 3 კვირაში.
ნაკერებს იღებენ 10–12 დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა. მანქანის ტარების უფლება ეძლევა 3 კვირის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის ნება ეძლევათ ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ფართო ნაწიბურების ჩამოყალიბება და შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს მათი ამოკვეთა.
 
თავი
სხეულის ქვედა ნაწილი