მთავარი > პლასტიკური ქირურგია > ესთეტიკური ქირურგია > ტუჩის ესთეტიკა
ტუჩის ესთეტიკა

 
თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიას გააჩნია ტუჩის ფორმის კორექციის და გადიდების რამოდენიმე მეთოდი. ტუჩის ფორმის გასადიდებლად გამოიყენება 2 ძირითადი მეთოდი: გაწოვადი ბიოინერტული გელი და აუტიქსოვილები (ლიპოფილინგი და აუტოდერმული ნაფლეთი).
ტუჩის რეკონსტრუქციის მიზნით გამოიყენება სხავადასხვა მეთოდი აუტოქსივილების გამოყენებით.
ცნობილია,რომ მგრძნობიარე და მიმზიდველი ტუჩები ყოველთვის იქცევს ორივე სქესის ყურადღებას,როგორც ზემოთ აღინიშნა არსებობს ტუჩის გადიდების ორი ძირითადი მეთოდი ბიოგაწოვადი გელი და აუტოქსოვილი. ყოველ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები.
 

თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში ტუჩის გადიდების მიზნით გამოიყენება ბიოინერტული გაწოვადი გელები ჰიალურონის მჟავის საფუძველზე, ჰიალურონის მჟავა არის ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი და მისი ორგანიზმში შეყვანა არ იწვევს არანაირ უკუჩვენებით მოვლენებს.
ჩვენს კლინიკაში ტუჩების გადიდების მიზნით გამოიყენება მხოლოდ თანამედროვე ბიოინერტული გაწოვადი გელები, შექმნილი თანამედროვე მწარმოებლებისგან როგორებიცაა: ბიოპოლყმერი რესტილაინი, პერლაინი, მატრიდექსი, მარტიდური, ჟუვიდერმი, პუროგენი. ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, მიღბული უნიკალური ტექნოლოგიით ხელოვნურად შექმნილი გელებისგან განსხვავებიან იმით, რომ შეითვისება ორგანიზმში როგორც საკუთარი, არ გამოცალკევება ქსოვილებისგან არ ხდება შეშუპება და არ მიგრირებს ქსოვილებში,წარმოქმნის პროცესში მჟავის ბუნებრივი სტრუქტურა იცვლება მხოლოდ 0,5-1% ტუჩში გელის შეყვანის შემდეგ. ტუჩის სტრუქტურა, მგრძნობელობა და მოძრაობა შენარჩუნებულია.

ამის შემდეგ უკვალოდ გამოიყოფა ორგანიზმმიდან. თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად ხდება გელის შერჩევა, პაციენტის ტუჩების თავისებურებების მიხედვით.
ბიოგელები გამოიყენება მსოფლიოს 40 ქვეყანაში. ჩვენი კლინიკისთვის კატეგორიულად მიუღებელია სინთეტიკური არაგაწოვადი გელების გამოყენება (--- და სილიკონის). ისინი იწვევენ რიგ გართულებებს რისგანაც შეუძლებელია განკურნება და ხშირად მივყავართ სიმახინჯეებამდე.
 

ტუჩების გადიდება ბიოგელის გამოყენებიათ არ ითვლება ოპერაციულ ჩარევად. წარმოადგენს მანიპულაციას ტუჩში გელის შეყვანა სპეციალური შპრიცის საშუალებით. მანიპულაცია ტარდება ამბულატორიულ პირობებში.

 პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი ტოვებს კლინიკას, შედეგი ჩანს უშუალოდ გელის შეყვანის შემდეგ,შეშუპება გაივლის 2-7 დღეში. შედეგის ხანგრძლივობა 8-12თვე. ამის შემდეგ შეიძლება პროცედურის გამეორება.

 მათთვის ვისაც სურვილი აქვს გაიდიდოს ტუჩები და მთელი ცხოვრება შეინარჩუნოს შედეგი, შეთავაზებულია  ტუჩების ფორმის გადიდება აუტოქსოვილით (ლიპოფილინგი და აუტოდერმული ნაფლეთი).
ეს არის მეთოდი საკუთარი ცხიმის გამოყენებით,რომლის აღება ხდება თეძოს ან მუცლის მიდამოდან ლიპოსაქციის მეთოდით.ამის შემდეგ სპეციალური შპრიცით  ინექციით შეიყვანება ტუჩში. პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ერთი საათის შემდეგ პაციენტი ტოვებს კლინიკას.
უარყოფითი მხარე მეთოდისა არის: ცხიმის უჯრედების ცუდი შერწყმა ადგილობრივ ქსოვილებთან. ამიტომ არ შეგვიძლია პროგნოზირება რამდენად თანაბრად შეეთვისება ცხიმოვანი უჯრედები ადგილობრივ ქსოვილებს, ამის გამო შეიძლება არათანაბრად გადანაწილდეს ცხომოვანი უჯრედები  რის შედეგადაც შესაძლებელია მივიღოთ ტუჩის არასასურველი ფორმა და ასიმეტრია.
 

ქსოვილის აღება ხდება საზარდულის მიდამოდან,კანის ნაფლეთზე მოცილდება ზედა დერმული  ფენა, რის შემდეგ იგი ტრანსპლანტირდება ტუჩებში წინასწარ მომზადებული სპეციალური არხის მეშვეობით.
მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ, შედეგის შენარჩუნება ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მეთოდი უსაფრთხოა,ნაკლებად გაიწოვება და უკეთესად შეეთვისება ადგილობრივ ქსოვილებს ცხომოვანი უჯრედებისგან განსხვავებით.
უარყოფითი მხარე: მდგომარეობს იმაში, რომ ნაფლეთის აღების ადგილას (საზარდულის არე) რჩება ვიწრო ნაწიბური.
 

ოპარაცია მიმდინარეობს ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიით, პაციენტის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით. ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წთ-1 სთ მდე. რამოდენიმე საათის შემდეგ პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.

ნაკერები იხსნება მე-12 დღეზე.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დროებითი დარღვევა ან შეცვლა ტუჩის მგრძნობელობის.
სამსახურში გასვლა შესაძლებელია მე-3 დღეს ოპერაციიდან. სილურჯე და შეშუპება გაივლის 1-2 კვირის შემდეგ.
საბოლოო ეფექტი ოპერაციიდან 1-3 თვეში ჩანს.
ფიზ. დათვირთვა შეუზღუდავია.
 
თავი
სხეულის ქვედა ნაწილი